რატომ აკრიტიკებენ რუსეთში მცხოვრებ მომღერალს და რას პასუხობს ის კრიტიკოსებს? - Marao

რატომ აკრიტიკებენ რუსეთში მცხოვრებ მომღერალს და რას პასუხობს ის კრიტიკოსებს?

2024-10-31 15:36:45+04:00

თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე ნინი ქარ­სე­ლა­ძეს­თან ერ­თად დუ­ბა­ი­ში ის­ვე­ნებს. რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი მომ­ღე­რა­ლი სა­ნა­პი­რო­ზე გა­და­ღე­ბულ პა­ტა­რა ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ნი­ნის­თან ერ­თად სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით პო­ზი­რებს და წერს:

"გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, გო­გო­ე­ბო! ამ სამი ილე­თის გა­რე­შე დუ­ბა­ი­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ გა­მო­ვა. მას­ტერკლა­სი თე­ო­ნა­სა და ნი­ნის­გან.

კონ­ტრი­ძის პოსტს, "ინ­სტაგ­რამ­ზე" კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა. ვი­დე­ო­ზე 39-ზე მეტი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა, თუმ­ცა ამ­ჟა­მად მათი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი წაშ­ლი­ლია და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ჩანს.

ერთ-ერთი კო­მენ­ტარ­ში, რო­მე­ლიც თე­ო­ნას არ წა­უშ­ლია, ვკი­თხუ­ლობთ:

"ქარ­სე­ლა­ძე და "ოც­ნე­ბა" ჩემ­თვის წი­თე­ლი ზღვა­რია! შენ რო­გორც ადა­მი­ანს, ძა­ლი­ან გა­ფა­სებ მაგ­რამ ვხვდე­ბი, რომ ეს рожеби შენ­თან ხში­რი სტუმ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან და ამი­ტომ გავ­დი­ვარ და სამ­წუ­ხა­როდ ვი­ხუ­რავ კა­რებს!“ აღ­ნიშ­ნულ კო­მენ­ტარ­ზე თე­ო­ნამ თა­ვის გა­მომ­წერს უპა­სუ­ხა, "ქარ­სე­ლა­ძე მე სამ­შო­ბი­ა­რო­დან წა­მო­ვიყ­ვა­ნე, ისე, რომ იცო­დეთ...“ ერთ-ერთი რუსი გა­მომ­წე­რი კი კი­თხუ­ლობს, რა აწყე­ნი­ნა ნინი ქარ­სე­ლა­ძემ ხალ­ხს.

წაიკითხეთ სრულად

თეონა კონტრიძე

თეონა კონტრიძეს გაუმართლა, რომ დაიბადა არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ შემოქმედებით ოჯახში. მისი დედა მომღერლად მუშაობდა, მამა ინჟინერი იყო,  თუმცა თავისუფალ დროს მასაც უყვარდა დაკვრა. რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი შესრულების განსხვავებული მანერით გამოირჩევა. თეონა კონტრიძემ რუსეთის საესტრადო სცენაზე სახელი წლების წინ გაითქვა. არტისტს მოსკოვში ქართველ ჯაზ-პანკ დივად მოიხსენიებენ და მას უამრავი მსმენელი ჰყავს. 

  • "მოითმინეთ პირველი 10 დღის განმავლობაში და შემდეგ ისე წავა თქვენი ზედმეტი კილოგრამები, როგორც მატარებელი" - თეონა კონტრიძე 

2000-იან წლებში თეონა კონტრიძეს რომანი ჰქონდა მუსიკალურ პროექტ „ვარსკვლავების ფაბრიკა 4“-ის წევრთან, იური ტიტოვთან. ამ ურთიერთობიდან რედი-მარიამი დაიბადა, მაგრამ თეონა და იური არ დაქორწინებულან, უფრო მეტიც, იური ტიტოვს არ სურდა ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღება. რედი-მარიამი ამ დრომდე არ ურთიერთობს მამასთან, ხოლო თეონა კონტრიძე, თავის მხრივ, იმედოვნებს, რომ ტიტოვი ოდესმე დაუკავშირდება შვილს. 

  • "მლანძღავენ, რადგან რუსულად ვსაუბრობ... მე მყავს რუსი ქმარი, ნახევრად რუსი შვილები" - თეონა კონტრიძის ვიდეომიმართვა 

 „რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მარტო ვიყავი. ქალიშვილი შემეძინა და უპატრონო იდიოტი გავხდი! 20 წლის ბიჭი (საუბარია იური ტიტოვზე) ნებისმიერ საბაბს იშველიებდა და მიზეზებს ეძებდა, მე კი ვიჯექი და ველოდებოდი მის ზარს", - იხსენებდა თეონა. მომღერალი ამბობდა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ დაბრუნდა სახლში, „კარგად იტირა“ და შეეცადა, გამოსავალი ეპოვა. ძველი მეგობარი, ნიკოლაი კლოპოვი ეხმარებოდა კონტრიძეს დეპრესიიდან გამოსვლაში. მალე წყვილი დაქორწინდა და ნიკოლაიმ თეონას შვილს მამობა გაუწია.