თეონა კონტრიძე ნინი ქარსელაძესთან ერთად დუბაიში ისვენებს. რუსეთში მცხოვრები მომღერალი სანაპიროზე გადაღებულ პატარა ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ნინისთან ერთად საცურაო კოსტიუმით პოზირებს და წერს:
"გაითვალისწინეთ, გოგოებო! ამ სამი ილეთის გარეშე დუბაიში გადაღებული ფოტო დამაჯერებელი არ გამოვა. მასტერკლასი თეონასა და ნინისგან.
კონტრიძის პოსტს, "ინსტაგრამზე" კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. ვიდეოზე 39-ზე მეტი კომენტარი დაიწერა, თუმცა ამჟამად მათი ძირითადი ნაწილი წაშლილია და მხოლოდ რამდენიმე ჩანს.
ერთ-ერთი კომენტარში, რომელიც თეონას არ წაუშლია, ვკითხულობთ:
"ქარსელაძე და "ოცნება" ჩემთვის წითელი ზღვარია! შენ როგორც ადამიანს, ძალიან გაფასებ მაგრამ ვხვდები, რომ ეს рожеби შენთან ხშირი სტუმრები იქნებიან და ამიტომ გავდივარ და სამწუხაროდ ვიხურავ კარებს!“ აღნიშნულ კომენტარზე თეონამ თავის გამომწერს უპასუხა, "ქარსელაძე მე სამშობიაროდან წამოვიყვანე, ისე, რომ იცოდეთ...“ ერთ-ერთი რუსი გამომწერი კი კითხულობს, რა აწყენინა ნინი ქარსელაძემ ხალხს.
წაიკითხეთ სრულად

თეონა კონტრიძე
თეონა კონტრიძეს გაუმართლა, რომ დაიბადა არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ შემოქმედებით ოჯახში. მისი დედა მომღერლად მუშაობდა, მამა ინჟინერი იყო, თუმცა თავისუფალ დროს მასაც უყვარდა დაკვრა. რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი შესრულების განსხვავებული მანერით გამოირჩევა. თეონა კონტრიძემ რუსეთის საესტრადო სცენაზე სახელი წლების წინ გაითქვა. არტისტს მოსკოვში ქართველ ჯაზ-პანკ დივად მოიხსენიებენ და მას უამრავი მსმენელი ჰყავს.
2000-იან წლებში თეონა კონტრიძეს რომანი ჰქონდა მუსიკალურ პროექტ „ვარსკვლავების ფაბრიკა 4“-ის წევრთან, იური ტიტოვთან. ამ ურთიერთობიდან რედი-მარიამი დაიბადა, მაგრამ თეონა და იური არ დაქორწინებულან, უფრო მეტიც, იური ტიტოვს არ სურდა ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღება. რედი-მარიამი ამ დრომდე არ ურთიერთობს მამასთან, ხოლო თეონა კონტრიძე, თავის მხრივ, იმედოვნებს, რომ ტიტოვი ოდესმე დაუკავშირდება შვილს.
„რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მარტო ვიყავი. ქალიშვილი შემეძინა და უპატრონო იდიოტი გავხდი! 20 წლის ბიჭი (საუბარია იური ტიტოვზე) ნებისმიერ საბაბს იშველიებდა და მიზეზებს ეძებდა, მე კი ვიჯექი და ველოდებოდი მის ზარს", - იხსენებდა თეონა. მომღერალი ამბობდა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ დაბრუნდა სახლში, „კარგად იტირა“ და შეეცადა, გამოსავალი ეპოვა. ძველი მეგობარი, ნიკოლაი კლოპოვი ეხმარებოდა კონტრიძეს დეპრესიიდან გამოსვლაში. მალე წყვილი დაქორწინდა და ნიკოლაიმ თეონას შვილს მამობა გაუწია.