ვიქტორია ბექჰემი მოდის ეტალონია რომ არის, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. მისი ყოველი გამოჩენა აღტაცებას იწვევს საზოგადოებაში. დევიდ ბექჰემის მეუღლე მუდამ მიბაძვის ობიექტია.
გამონაკლისი არც ახალი ფოტოსესია იყო. ცოტა ხნის წინ, 50 წლის დიზაინერმა Harper’s Bazaar-ისთვის არაერთი დახვეწილი და გემოვნებიანი „ლუქი“ მოირგო. ჟურნალმა იგი "წლის ქალად დაასახელა".
"დიდი პატივია მივიღო Harper's Bazaar-ის წლის ქალის ჯილდო... ძალიან მიყვარხართ!! გმადლობთ თქვენი ლამაზი სიტყვებისთვის და ჩემს გვერდით ყოფნისთვის. ვამაყობ ჩემი გუნდით. ეს მხოლოდ დასაწყისია!!" - წერს ვიქტორია.
წარმატება მას მეუღლემ, დევიდ ბექჰემმაც მიულოცა: "ვამაყობ" - დაწერა მან.
დევიდ და ვიქტორია ბექჰემები
"ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავინ მისმენდა, უბრალოდ, ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი მის საჭიროებებს", - ამბობდა ვიქტორია. მისივე თქმით, ღალატზე აქამდე არასდროს უსაუბრია, რადგან დევიდის საფეხბურთო კარიერას უფრთხილდებოდა.
"ეს ურთულესი პერიოდი იყო და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მთელი სამყარო ჩვენ წინააღმდეგ იყო გაერთიანებული. გულწრფელად რომ ვთქვა, მე და დევიდიც ერთმანეთის წინააღმდეგ ვიყავით. მადრიდამდე ერთიანი გუნდი ვიყავით. მართალია, ყველა ჩვენ წინააღმდეგ იყო, მაგრამ მთავარია, რომ ერთად ვიყავით და ერთმანეთის იმედი გვქონდა. ესპანეთში ჩასვლის შემდეგ კი, თითქოს ერთმანეთს დავშორდით და გვერდში არავინ გვყავდა. ეს ძალიან სევდიანია, ვერც კი აღვწერ, რა რთული იყო და როგორ იმოქმედა ამან ჩემზე".
პროდიუსერები ვიქტორიას შესახებ ახალი სერიალის გადაღებას გეგმავენ. „ეს იქნება დოკუმენტური ქრონიკა იმის შესახებ, თუ როგორ ააშენა ვიქტორიამ მოდის და სილამაზის იმპერია.
„შესაძლებელი იქნება იმის დანახვა, თუ რამხელა ძალისხმევა დახარჯა მან საკუთარი თავის ხელახლა შექმნაში“ - ნათქვამია პროდიუსერების განცხადებაში.
ვიქტორიას და დევიდს რომ შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვთ, ამაზე დევიდის ბოლოდროინდელი ინტერვიუებიც მეტყველებს: "ვიქტორიათი ძალიან ვამაყობ. მან, Spice Girls-ი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გოგონების ჯგუფი დატოვა, რომ დიზაინერი გამხდარიყო და წარმატებას მართლაც მიაღწია. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელია."