სალომე ზურაბიშვილის სამი ასაკი: როგორ იცვლებოდა პრეზიდენტი წლების განმავლობაში - Marao

სალომე ზურაბიშვილის სამი ასაკი: როგორ იცვლებოდა პრეზიდენტი წლების განმავლობაში

2024-11-23 19:31:32+04:00

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში, ქუ­ჩა­ში ნა­პოვნ ძაღლ გომ­ბო­რას­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილისა და ასევე პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის - ზეინაბ კედიას ოჯახში.

  • „ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა. საქართველო, რომელიც დღეს ჩემ წინ დგას არის თავისუფალი“ - სალომე ზურაბიშვილი 
  • "ისეთი გრძნობა მქონდა, რომ თუ ჩემს შვილებს ქართულს არ ვასწავლიდი, ჩემთვის უცხოები გახდებოდნენ" - სალომე ზურაბიშვილი 

ლევან ზურაბიშვილი იყო საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე ჯერ 1949-1951 წლებში, შემდეგ 1961 წლიდან — სიკვდილამდე. ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას, თანამშრომლობდა ქართულ და უცხოურ ჟურნალ–გაზეთებთან. მან ძმასთან, არჩილ ზურაბიშვილთან, ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1973 წელს პარიზის წმიდა ნინოს ახალი ეკლესიის შეძენაში.

selome

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც 2004 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. სამთავრობო გუნდთან და ქვეყნის მე-3 პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა და აქტიურ ოპოზიციაში გადავიდა. ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მან პოლიტიკური პარტია საქართველოს გზა დააფუძნა. მოგვიანებით იგი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით გამართულ არაერთ მანიფესტაციაში მიიღო მონაწილეობა.

salome

2010 წლიდან სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა დატოვა და აკადემიური საქმიანობა გააგრძელა. თუმცა მან დაბრუნებაც დააანონსა და ის ქართულ პოლიტიკას 2012 წლიდან დაუბრუნდა, როცა საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა. ზურაბიშვილმა 2016 წლის საქართველოს მე-9 მოწვევის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებლად, უპარტიოდ წამოაყენა. მმართველმა გუნდმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მას კონკურენტი კანდიდატი არ დაუყენა. ზურაბიშვილმა არჩევნები მეორე ტურში მოიგო და საქართველოს პარლამენტში სადეპუტატო მანდატი მოიპოვა.

პირადი ცხოვრება

მას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან, ნი­კო­ლოზ გორ­ჯეს­ტა­ნის­გან (გუ­გუშ­ვი­ლი), რო­მე­ლიც 22 წლის ასაკ­ში რომ­ში გა­იც­ნო, ორი შვი­ლი - თე­ი­მუ­რა­ზი და ქე­თე­ვა­ნი ჰყავს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რო­ბენ.

 სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის უფ­რო­სი შვი­ლი თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნი პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტია და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობს. თე­ი­მუ­რა­ზი დე­დის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ და­ო­ჯახ­და და ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და. ჰყავს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ქეთევან გორ­ჯეს­ტა­ნი.

ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გე­თის ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფრანც 24“-ში სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და. ბოლო ხანს ის სა­ცხოვ­რებ­ლად ვა­შინგტონ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც უკვე ამა­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ის სპე­ცი­ა­ლურ კო­რეს­პონ­დენ­ტად მუ­შა­ობს...

salome

"ემიგრაციაში შვილებთან ქართულად ლაპარაკი ვარჩიე. მეუბნებოდნენ, რად გინდა, კომპლექსები გაუჩნდებათ და ფრანგულს ვერ ისწავლიანო. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ თუ ჩემს შვილებს ქართულს არ ვასწავლიდი, ჩემთვის უცხოები გახდებოდნენ და რაც მთავარია, სამუდამოდ მოწყდებოდნენ სამშობლოს. შენი ერისა და ქვეყნის სიყვარულს ენა აგიხსნის" - ამბობდა პრეზიდენტი.