"იყო დრო, როცა მიხაროდა, ამ ულამაზესი წყვილის ფოტოგრაფი რომ ვიყავი" - მარიამ ნაკანი - Marao

"იყო დრო, როცა მიხაროდა, ამ ულამაზესი წყვილის ფოტოგრაფი რომ ვიყავი" - ფოტოგრაფი მარიამ ნაკანი კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის შესახებ წერს

2024-12-26 14:32:13+04:00

ცნობილი ფოტოგრაფი მარიამ ნაკანი საკუთარ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ აქამდეც ღიად აფიქსირებდა. 

ამჯერად მარიამ ნაკანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

"იყო დრო, როცა მიხაროდა, ამ ულამაზესი წყვილის ფოტოგრაფი რომ ვიყავი, მერე მოხდა, რაც მოხდა და წამოვედი... " - წერს ფოტოგრაფი.

  • "საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს" - მარიამ ნაკანი 
  • მარი ნაკანის ამბავი იმაზე, რომ არასდროს უნდა დანებდე: “მაშინ „ჯეო-ბარში“ ვმონაწილეობდი და ჩანაფიქრი მქონდა, რომ ჩემს პირველ ქმარს ტელევიზორში დავენახე და შემრიგებოდა” 
  • "ანუკისაც მე ვიღებდი, კახა კალაძესაც... მე ჩემით ვთქვი უარი მათ ფოტოგრაფობაზე. არქივში კიდევ ბევრი ფოტო მაქვს" - მარიამ ნაკანი 

მარიამ ნაკანი

მარიამ ნაკანი სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა. ის საზოგადოებამ რეალითი-შოუ „ჯეობარიდან“ გაიცნო, სადაც მან პროექტი მოულოდნელად დატოვა და ყოფილ მეუღლეს შეურიგდა. მაშინ მარის ერთი შვილი – ლიტუკა თავაძე ჰყავდა. ლიტუკა ხშირად ხვდება დედის ობიექტივში - უმშვენიერესი გოგონა ფოტოგენურობით გამოირჩევა. ლიტუკამ მსახიობის ამპლუაც მოირგო და პოპულარულ სერიალში "ცვალებადი ნიშნები" ითამაშა. 

მარი ნაკანმა პირველ მეუღლესთან დაშორების შემდეგ ასევე ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისზე იქორწინა. მათ ერთი გოგონა, სოფო შეეძინათ. 

გიორგი მამასახლისი საქართველოში ფოტოგრაფიის პირველი ფაკულტეტის დამაარსებლის, ცნობილი ფოტოგრაფის, სანდრო მამასახლისის შვილია და, იმავდროულად, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის გამგრძელებელი. ფოტოგრაფიასთან ერთად მისი სამოღვაწეო არეალი ტელევიზიასაც მოიცავს, – წლების განმავლობაში ის არაერთი ტელეკომპანიის დამდგმელი ოპერატორი გახლდათ და მას შემდეგ თავის გამოცდილებას მომდევნო თაობებს უზიარებს.  

მარი ნაკანი სახელგანთქმული ფოტოგრაფების, გურამ წიბახაშვილის და ვატო წერეთლის მოსწავლეა. არის  Behance Portfolio Review-ის გამარჯვებული ფოტოგრაფიაში, ჯიპას 2016 წლის საუკეთესო პედაგოგი. წლებია ასწავლის ფოტოგრაფიას ნიუტონის თავისუფალ სკოლასა და სამოდელო სააგენტო Lookmodelsmanagement-ში.

შეიძლება ითქვას, რომ მარი და გიორგი ქართული კომერციული ფოტოგრაფიის პიონერები არიან. სწორედ მათი ძალისხმევით გაჩნდა 90-იანი წლების ნაომარ, ნაცრისფერ თბილისში პირველი მხატვრული ბანერები, ლაით-ბოქსები, მაღალი ხარისხის ფოტოები ჟურნალებში. ამას მოჰყვა ფოტო და ვიდეორეკლამები, – სრულიად ახალი, ორიგინალური ხედვითა და სუნთქვით, ტექნიკით, რომელიც დიდწილად ორი ხელოვანის ექსპერიმენტებისა და ახლის ძიების შედეგი იყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.