შანელის რევოლუცია მოდის სამყაროში - Marao

შანელის რევოლუცია მოდის სამყაროში

2025-01-22 23:11:03+04:00

მოდის ისტორიაში გაბრიელ შანელი ცნობილია, როგორც დიზაინერი, რომელმაც პოპულარიზაცია გაუწია შარვალს, აქცია ის ქალთა გარდერობის  მთავარ ელემენტად და ქალები კორსეტის ტირანიისგან განთავისუფლებაში. 

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული დიზაინერის ცხოვრება დეტალურად განიხილება ფილმებში, მისი ნამუშევრების მთლიანობა და წვლილი ქალთა მოდაში გაცილებით ნაკლებად არის ნახსენები.

chanel

შანელი ეხმაურებოდა ათწლეულის განწყობას და ქმნიდა ტანსაცმელს იმ ქალებისთვის, როგორიც იყო ლი მილერი. იმის ნაცვლად, რომ ხაზი გაესვა ქალის წელისა და ბიუსჰალტერზე, მან მთლიანად დამალა ისინი უმკლავო, თავისუფლად გაშლილ კაბებში, უფრო მაღალი ხაზებით, რაც საშუალებას აძლევდა ქალებს კომფორტულად გადაადგილებულიყვნენ - და თავისუფლად ეცეკვათ.

„აქ არის ქალი, რომელმაც შექმნა საკუთარი კომპანია მე-20 საუკუნის დასაწყისში, იყო სუპერ წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც არასოდეს დაქორწინებულა და იბრძოდა საკუთარი ეკონომიკური თავისუფლებისთვის. შეიძლება ის საკუთარ თავს ფემინისტს არ უწოდებდა, მაგრამ მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქალთა ისტორიაში“. 

chanel

  • შანელის მოდის სახლის ყველაზე გამორჩეული ჩვენებები 
  • კოკო შანელის შემოქმედების მთავარი ფერები - რატომ უყვარდა დიზაინერს შავი ფერი 
  • ყველაზე გავლენიანი ფრანგი ქალები 

გაბრიელ შანელი

გაბრიელ შანელის ბავშვობის შესახებ ბევრი არ არის ცნობილი. მხოლოდ ვიცით, რომ დედა ხშირად ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ბავშვების აღზრდაზე მამამ უარი თქვა და ამიტომ მიაბარეს ბავშვთა სახლში, სადაც ისწავლა კერვა. 20 წლის ასაკში შანელი წამოვიდა ბავშვთა სახლიდან და დაიწყო მუშაობა ტრიკოტაჟის მაღაზიაში, ქალაქ მულენში. პარალელურად საღამოობით მღეროდა ერთ–ერთ კაფეში. სწორედ აქ შეიძინა მეტსახელი "კოკო".

1910 წელს 27 წლის შანელმა პარიზში გახსნა თავისი პირველი ქუდების ატელიე წარწერით „შანელის მოდები“ .სწორედ აქედან იწყება ფრანგული ბრენდის შანელის (Chanel) ისტორია . ქუდები იყო იმდენად ლამაზი და დახვეწილი, რომ ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და სულ რაღაც 3 წელში 1913 წელს შანელმა მოახერხა მეორე მაღაზიის გახსნა დოვილში. 

chanel

იმ დროისთვის საფრანგეთში აკრძალული იყო არაპროფესიონალი მკერავის მიერ შეკერილი კაბების გაყიდვა. კანონი ითვალისწინებდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკანონო კონკურენციისთვის. მიუხედავად ამისა კოკომ მოახერხა გამოსავლის მოძებნა და დაიწყო კაბების მოდელების შექმნა.

მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც ქალები მოუხერხებელი, კორსეტებისგან გაათავისუფლა, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის.1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძველი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობების მიმართულებას.