ორი შვილი და ბედნიერი ოჯახი: ანასტასია ბენდუქიძე დედის ამპლუაში - Marao

ორი შვილი და ბედნიერი ოჯახი: ანასტასია ბენდუქიძე დედის ამპლუაში

2025-01-23 14:53:27+04:00

ცოტა ხნის წინ ანასტასია ბენდუქიძე მეორე შვილის დედა გახდა. სასიხარულო ამბავი და ფოტოები სოციალური ქსელის მომხმარებლებს თავად ანასტასიამ გაუზიარა. ამჯერად ანასტასია პატარა ლიანასთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს. 

bendukidze

bendukidze

ანასტასია ბენდუქიძის ოჯახი 

ეკონომიკის ექსმინისტრის, კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. ანასტასია სანამ მამის გვარზე ოფიციალურად გადავიდოდა, და ეს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, გონჩაროვას გვარს ატარებდა.

  • "5 რამ დამიბარა სიკვდილამდე" - რას იხსენებდა ანასტასია ბენდუქიძე მამის შესახებ 

სკანდალური სასამართლო პროცესების შედეგად, რომლებზეც უცხოური მედიაც აქტიურად წერდა, ლონდონის სასამართლოში ანასტასიამ დაამტკიცა, რომ ის მართლაც კახა ბენდუქიძის შვილი იყო და ამის შემდეგ მიიღო კიდეც მემკვიდრეობა.

bendukidze

"18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა. ლონდონში ვიყავით სასტუმროში, შევედი მასთან ოთახში, "ადაპტორი" მჭირდებოდა. რომ მივედი და მომცა, მითხრა, აიღე, შვილოო. მე ვუთხარი, ჰო, შენ ჩემთვის ყოველთვის მამასავით იყავი-მეთქი. მე შენი მამა ვარ, ბიოლოგიურიო. შოკში ჩავვარდი. მეგონა, შენ იცოდიო, მითხრა. არა, არ ვიცოდი-მეთქი. ძალიან ვგავარ მამას. მანამდე არ მიფიქრია, რომ მას ვგავდი, ამ პუტკუნა, ულვაშიან, მელოტ კაცს. ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ვგავარ.

  • ანასტასია ბენდუქიძის ემოციური წერილი მამას: "ბოლო დღეებში მაგრად დამაკლდა კახა, ვსხედვართ ახლა და ვუყურებთ მის ვიდეოებს..." 

მგონი, ვერ ვხვდებოდი, რამდენი საინტერესო რამე შემეძლო მეკითხა. ვერ ვაფასებდი სათანადოდ ამას. იყო მამაჩემი უბრალოდ და არ ვიცოდი, რაზე შეიძლება დავლაპარაკებოდი, საქართველოს პოლიტიკაზე თუ მსოფლიო განვითარებაზე. რაღაც დებილობებზე ვლაპარაკობდით. საერთოდ არ ვიყავი მზად იმ ცხოვრებისთვის, რომელიც დამიტოვა. 25 წლის ვიყავი, როცა "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი გავხდი და "ცოდნის ფონდის" დირექტორი. 5 რამ დამიბარა სიკვდილამდე:

  • "არ აქვს მნიშვნელობა, რა ქულები აქვს სკოლაში ჩემს შვილს ან რამდენ ენაზე საუბრობს, უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერი იყოს და ეს არის ცხოვრების მიზანი" - ანასტასია ბენდუქიძის ბლიც-ინტერვიუ 

გამხდარი უნდა ვიყო, ქართული უნდა ვისწავლო, უნდა მივიღო უფრო კარგი განათლება, უნდა მქონდეს ბიზნესი, რომელიც იქნება ჩემთან ახლოს და რომელიც უნდა განვითარდეს თანდათან; უნდა ვიცხოვრო ბედნიერად და ტანჯვის გარეშე გარდავიცვალო", - ამბობდა ანასტასია

ანასტასია ბენდუქიძე ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. მან 2017 წელს  ბიზნესმენ ივანე მხეიძეზე იქორწინა, წყვილმა ქორწილი საბერძნეთში, მეგობრებისა და ახლობლების თანხლებით გადაიხადა. 2020 წელს ანასტასიასა და ივანეს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს, სულ ცოტა ხნის წინ კი ისინი პატარა გოგონას, ლიანას მშობლები გახდნენ.