მსახიობ ნატა ბერეჟიანის Instagram-ზე ხშირად შეხვდებით მისი ქალიშვილის თინას უსაყვარლეს ფოტოებს და ვიდეოებს.
ამჯერად ის პატარა თინას ახალ ფოტოს გვიზიარებს, რომელიც უამრავ დადებით შეფასებას იმსახურებს:

ნატა ბერეჟიანი
ნატა ბერეჟიანი ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობია. 2004 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2006 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 2012 წლიდან მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.
"ძალიან ცელქი და უთავმოყვარეო ბავშვი ვიყავი. დედაჩემისგან ვიცი, რომ ყველას “ვეტენებოდი”. ერთი მეზობელი მყავდა _ თამუნა, რომელიც არ მეთამაშებოდა და საათობით ვიდექი ხოლმე მის ღობესთან და ვტიროდი, რომ გამთამაშებოდა. სამწუხაროდ, ცოტა მოგონება მაქვს ოზურგეთთან დაკავშირებული. სხვათა შორის, ოზურგეთელი მეგობარი და კურსელი მყავს და ინსტიტუტის პერიოდში მასთან ვიყავი ჩასული. სწორედ მაშინ ვნახე ჩემი სახლი ბავშვობის შემდეგ და ძალიან განვიცადე, რადგან ძალიან ცუდ მდგომარეობაში, თითქმის დანგრეული დამხვდა."
შვილები
ნატა ბერეჟიანს ერთი ვაჟი, დათუნა ჰყავს: „დათუნა 22 წლის ასაკში გამიჩნდა. დედობა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მოვლენაა, რომელსაც არ ვნანობ და დარწმუნებული ვარ, რომ არ შევცდი. ადამიანს ყველაფერში შეიძლება ეჭვი შეგეპაროს - პროფესიის არჩევაში, სახლის შეძენაში, თუნდაც შენი მეორე ნახევრის არჩევაში... დედობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის დანარჩენი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია“ - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში. პირველი შვილის გაზრდაში ნატას ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ, ახლა კი გეგმავს, რომ გოგონა თავად გაზარდოს და სადაც საშუალება იქნება, ყველგან თან ატაროს, უნდა, რომ მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმოს შვილს, ისე, რომ საკუთარ საქმესაც არ მოწყდეს. "ბევრი მოვიმატე. სამშობიაროში რომ მივედი, 100 კილო ვიყავი. იმ პერიოდში სარკეში რომ ვიხედებოდი, სულ მეტირებოდა. ბავშვის გაჩენის დღიდან ინტენსიურად დავიწყე ვარჯიშებზე სიარული. ჩვილიან დედებს შედედებულ რძეს და ორცხობილებს ურჩევენ, თითქოს რძეს უმატებს მკერდში. სისულელეა! თუ რძე აქვს დედას, აქვს, თუ არადა - არა! მენიუდან კალორიული საკვები ამოვიღე. დათუნა 3 თვისაც არ იყო, ორსულობამდე რა წონისაც ვიყავი, იმაზე ნაკლებს რომ ვიწონიდი" - ამბობდა ნატა.