2025 წლის ყველაზე მოდური ვარცხნილობები - Marao

2025 წლის ყველაზე მოდური ვარცხნილობები

2025-02-12 17:44:17+04:00

ვარცხნილობა მკვეთრად განსაზღვრავს ადამიანის გარეგნობას. ამიტომ, სწორედ ის სტილი უნდა შეარჩიოთ და იმ ტონზე შეიღებოთ თმა, რომელიც თქვენს იერსახეს მოუხდება და არა, რაც მოდაშია.

  • 9 ცნობილი ქალი, რომლებსაც ყველაზე ლამაზი სხეული აქვთ 
  • მითია თუ რეალობა: რა ხდება ორგანიზმში, როცა კვების წინ ცხელ წყალს სვამ 
  • როგორ ავირიდოთ თავიდან კუჭ-ნაწლავის პრობლემები ზაფხულის ცხელ დღეებში? 

ბობი

trends

ეს ვარცხნილობა 100 წელზე მეტს ითვლის - დღეს ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს. იმისათვის, რომ თქვენი გარეგნობა უფრო დახვეწილი და მიმზიდველი გახადოთ, გააკეთეთ ტრენდული სველი სტილი.

ნაცრისფერი

trends

ახალი ტენდენციების მიხედვით, ბუნებრიობა ყველაზე მოდურია. მათ შორის, ჭაღარა თმა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მსოფლიო ვარსკვლავებიც უარს ამბობენ თმის შეღებვაზე და ბუნებრიობას დიდ უპირატესობას ანიჭებენ. 

1990-იან წლებში დიდი აჟიოტაჟი იყო მოდელ კრისტენ მაკმენამის პიროვნების ირგვლივ, რომელმაც ნაცრისფერი თმის წყალობით არნახული პოპულარობა მოიპოვა. მან უამრავი სამუშაო შეთავაზება მიიღო და თავისი გარეგნობით ახალი ტრენდი დააწესა. 

გრძელი

trends

შესაძლებელია თუ არა თმის ვარცხნილობის რადიკალურად შეცვლა და სიგრძის შენარჩუნება? დიახ, ამ ვარცხნილობას "იტალიური"ჰქვია.

"იტალიური" თქვენს თმას თავბრუდამხვევ მოცულობას მისცემს. თმის შეჭრის ეს ტენდენცია უნიკალურ და ელეგანტურ ქალად გაქცევთ.

კულულები

trends

კულულები არასოდეს გადასულა მოდიდან, მაგრამ ყოველთვის ასოცირდებოდა გრძელ თმასთან. ახალ სეზონში სტერეოტიპები წარსულს ჩაბარდა: ულტრამოდური ვარცხნილობის მისაღებად, მოკლე თმა შეიძლება უბრალოდ დაიხვიოთ სახვევების  გამოყენებით.