იშვიათი სახელი, საოცარი გარეგნობა და დაუვიწყარი როლები ქართულ კინოში: როგორი იყო ლეგენდარული ბერტა ხაფავას ცხოვრება - Marao

იშვიათი სახელი, საოცარი გარეგნობა და დაუვიწყარი როლები ქართულ კინოში: როგორი იყო ლეგენდარული ბერტა ხაფავას ცხოვრება

2025-02-18 12:00:13+04:00

83 წლის ასაკში მსახიობი ბერტა ხაფავა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

  • ერთ დიდ სიყვარულზე მინდა გიამბოთ, რომელმაც ორი ადამიანი ერთმანეთს დააკავშირა - თანგული სიხარულიძისა და გურამ ფირცხალავას 34-წლიანი სიყვარულის ისტორია 

ბერტა ხაფავა

berta

ბერტა ხაფავა 1960 წლიდან მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სცენის თანამშრომლად. 1966 წლიდან იყო გორის თეატრის მსახიობი. 1969 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის დასში გადავიდა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კატა (ე. შვარცის „წითელქუდა“), ქეთინო (ალ. თაბორიძის „დაკარგული დრო“), ბარბარე (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ილია (ვ. იაქაშვილის „ციხის ხევის საიდუმლო“), თხა (გ. ახვლედიანის „ბაბუა და შვილიშვილი“), კოწია (ა. ჭილაშვილის „აცა-ბაცა“), ტურა (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), რიტა ოსიანინა (ა. ვასილიევის „განთიადი კი აქ წყნარი იცის“), მერი პოპინსი (პ. ტრავერსი „მერი პოპინსი“) და სხვა.

  • "ცუდ ხასიათზე მყოფიც კი ვცდილობ, გავიღიმო. ჩემს პრობლემებს სხვას არ ვახვევ თავს" - ყველასთვის საყვარელი "პეტო" "შუა ქალაქიდან" - ნოდარ გურგენაშვილი 

გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: „ნატვრის ხე“ (1976), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „სიყვარული ყველას უნდა“ (1980), „არაჩვეულებრივი რეისი“ (1982), „ზოგი ჭირი მარგებელია“ (1984), „ბებია ყველასათვის“ (1986), „ფესვები“ (1987), „ორფეოსის სიკვდილი“ (1996), „სიყვარული და კარტოფილი“ (2003), „დარჩი ჩემთან“ (2011), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013) და სხვა.

2013 წლის 18 მაისს მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნა.

პირადი ცხოვრება

"არა­სო­დეს მომ­წონ­და ჩემი გა­რეგ­ნო­ბა, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ვი­ყა­ვი, გამ­ხდა­რი, არ მსი­ა­მოვ­ნებ­და. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, აბა­შა­ში ვი­ყა­ვი და ერთი ხუ­ჭუ­ჭთ­მი­ა­ნი, ლა­მა­ზი ბიჭი მომ­წონ­და. კი­ნო­ში ვი­ყა­ვით და სახ­ლში რომ გა­მო­მა­ცი­ლა, ვიდ­რე კი­ბე­ზე ავი­დო­დი, მა­კო­ცა. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, რო­გორ მა­კად­რა-მეთ­ქი. ეს ბიჭი არ ყო­ფი­ლა ჩემი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი. პირ­ვე­ლად 18 წლის ასაკ­ში შე­მიყ­ვარ­და. ის კაცი ჩემ­ზე ბევ­რად უფ­რო­სი იყო. ცალ­მხრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი იყო... ეს იყო თე­მურ ჩხე­ი­ძის მამა, კარ­გი მსა­ხი­ო­ბი ნო­დარ ჩხე­ი­ძე. სა­დაც წა­ვი­დო­და, დავ­დევ­დი. არა­ფერს მე­უბ­ნე­ბო­და, იცო­და, რომ მომ­წონ­და, მაგ­რამ არ იმ­ჩნევ­და.

  • გოდერძი ჩოხელის დიდი სიყვარული, შვილის "მძიმე როლი" და უცნაურად სევდიანი მწერლის ამბები 

ერთხელ მა­ინც შე­იმ­ჩნია... დიდ­ხანს გაგ­რძელ­და ეს სიყ­ვა­რუ­ლი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ცალ­მხრი­ვად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მერე ნელ-ნელა გა­და­მი­ა­რა. ნამ­დვი­ლი ტან­ჯვა იყო. სი­ა­მოვ­ნებ­და ამ კაცს, რომ მე ვწვა­ლობ­დი. ცოლი არ ჰყავ­და მა­შინ და წლე­ბის შემ­დეგ რომ და­ო­ჯახ­და, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, ღა­მე­ე­ბი ვტი­რო­დი. ნო­დარ ჩხე­ი­ძე არ უნდა შემყვა­რე­ბო­და...

სულ მინ­დო­და, რომ შვი­ლი გა­მე­ჩი­ნა. არ გაჩ­ნდა... ვიმ­კურ­ნა­ლე კი­დეც, ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და. შემ­დეგ ჩემი და გა­თხოვ­და, შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა, მხო­ლოდ მის მუ­ცელ­ში იჯდა, მაგ­რამ ჩემი გაზ­რდი­ლია. ოჯა­ხის გა­რე­შე რომ გა­მე­ჩი­ნა შვი­ლი, ნამ­დვი­ლად არ შემ­რცხვე­ბო­და, მინ­დო­და, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და...

ბოლო სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­ზე რვა წლით უმ­ცრო­სი იყო. კარ­გა ხა­ნია გარ­და­იც­ვა­ლა. ამ დროს უკვე და­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. გული ჩამ­წყვი­ტა, ჩემი ცხოვ­რე­ბა წა­ი­ღო და წა­ვი­და.

კაცმა, რომელიც შემდეგ შემიყვარდა, ძალიან მაწყენინა, მიღალატა და სხვა ქალთან წავიდა... ამის გამო დავწყევლე დედაჩემის დასაფლავებაზე, მის კუბოსთან. მალევე დაიღუპა" - იხსენებდა მსახიობი.