წლების წინ მისი ფანი იყო, დღეს - ცოლი: ჰეილი ბიბერის ხმაურიანი ცხოვრება, ჭორები და დიდი წარმატება - Marao

წლების წინ მისი ფანი იყო, დღეს - ცოლი: ჰეილი ბიბერის ხმაურიანი ცხოვრება, ჭორები და დიდი წარმატება

2025-02-18 15:35:36+04:00

ჰეილიმ ჯასტინ ბიბერი პირველად კონცერტზე გაიცნო, როცა მომღერლის რიგითი ფანი იყო. ისინი თანდათან ნამდვილ მეგობრებად, შეყვარებულებად და ბოლოს, მეუღლეებადაც გადაიქცნენ. დღეს კი, შეიძლება ითქვას, რომ ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილია. 

“ჩემი და ჯასტინის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო, ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და ყოველთვის ზუსტად ვიცოდით რისი გაკეთება გვსურდა ამ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, ყოველთვის ვიცოდით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი კავშირი არსებობდა ჩვენს შორის.

  • ომი დასრულებულია! სელენა გომესს ნიშნობა ჰეილი ბიბერმა მიულოცა: ხმაურიანი ურთიერთობის ქრონოლოგია 
  • მძიმე ბავშვობა, სკანდალი და მხსნელად მოვლენილი ჰეილი - ჯასტინ ბიბერი პი დიდის დრამაში და რთული გზა პოპულარობამდე 

jusutin

  • "დისნეის" ყოფილი ვარსკვლავი მილიარდერი გახდა: რომანტიკული დრამები, მუსიკალური ჰიტები და მილიარდერის სტატუსი 

ქორწილის შემდეგ ერთადერთი რამ მსურდა – საზოგადოებისგან დამალვა. არ მინდოდა, რომ ადამიანები ჩემს პირად საქმეში ჩარეულიყვნენ, ამიტომ მაქსიმალურად ვინარჩუნებდი ანონიმურობას. მახსოვს, როდესაც გამომწერებს ფოტოებზე კომენტარის გაკეთების საშუალება შევუზღუდე, ვიღაცამ მითხრა, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებდა ჩემი გვერდის პოპულარიზაციაზე. რა თქმა უნდა, ამ ადამიანს გაოგნებულმა ვუპასუხე, რომ ნაკლებად დამაინტერესებდა პოსტში საზოგადოების ჩართულობა, როდესაც ისინი ჩემზე სრულიად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდნენ.” - ამბობდა ჰეილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

justin

ბავშვობაში, როგორც ყველა გოგონა, ჰეილიც ბალერინობაზე ოცნებობდა. უნდა აღინიშნოს, რომ იგი მართლად ნიჭიერი მოცეკვავე იყო, თუმცა ფეხის ტრავმის გამო ამ ოცნებაზე თავის დანებება მოუწია.17 წლის ასაკში ჰეილი მშობლების სახლიდან დასთან ერთად მანჰეტენზე მდებარე აპარტამენტში გადავიდა საცხოვრებლად.

justin

ჯასტინ და ჰეილი ბიბერები

ჰეილი და ჯასტინი ერთმანეთს თინეიჯერობიდან იცნობენ. ისინი პირველად 2009 წელს შეხვდნენ, ჰეილის მამის − ცნობილ მსახიობ სტივენ ბოლდუინის წყალობით. გოგონა 13 წლის იყო, ჯასტინი კი 2 წლით უფროსი.

justin

მათი ურთიერთობის შესახებ პრესაში ინფორმაცია 2014 წელს გავრცელდა. მაშინ ჯასტინი სელენა გომესს დაშორდა. მედია აქტიურად აშუქებდა წყვილის რომანს და, რა თქმა უნდა, სელენასთან დაშორების შემდეგ, ყველას აინტერესებდა ვინ გახდებოდა ბიბერის ახალი რჩეული. 

justin

მაშინ ბიბერი ჰეილისთან რომანტიკულ ურთიერთობას უარყოფდა. მათი პირველი საერთო ფოტო 2016 წელს გასაჯაროვდა. რამდენიმე თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთად აღარ იყო. რომანი 2018 წელს განახლდა. წყვილი მალე დაინიშნა. ჰეილისა და ჯასტინს 2024 წლის 22 აგვისტოს ვაჟი - ჯეკ ბლუზ ბიბერი შეეძინა.