საქართველოს პირველი ლედები - ისტორიები და ამბები ქვეყნის მთავარი ქალების შესახებ - Marao

საქართველოს პირველი ლედები - ისტორიები და ამბები ქვეყნის მთავარი ქალების შესახებ

2025-03-17 13:12:52+04:00

პირველ ლედებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ საზოგადოებასა და მათი მეუღლეების პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ფლობენ ოფიციალურ პოლიტიკურ ძალაუფლებას.

ისინი  ხშირად თამაშობენ სასიცოცხლო როლს მეუღლის საჯარო იმიჯის ჩამოყალიბებაში. მათმა ქცევამ შეიძლება პირდაპირი გავლენა მოახდინოს პრეზიდენტის საჯარო იმიჯზე. პირველი ლედის სიმბოლური როლი მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში.

  • "5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს…" - ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ვრცელი წერილი 

მანანა არჩვაძე-გამსახურდია

lady

ზვიად გამსახურდიას მეორე მეუღლე მანანა არჩვაძე იყო - წყვილმა ერთმანეთი სრულიად არარომანტიკულ გარემოში გაიცნო. ორივეს დედა მძიმე სენით იყო ავად. 

"საქართველოს პრეზიდენტების სიყვარულის ისტორიები, პირველი ქალბატონების ხვედრი, ისევე, როგორც ზოგიერთი გვირგვინოსნის თანამეცხედრის, შესაძლოა, უმძიმესი იყოს. ის ქალები, ისევე, როგორც სხვა, რიგითი მოკვდავები, არჩევანს აკეთებენ და ცოლად მიჰყვებიან მამაკაცებს, რომლებიც შემდგომ არა მხოლოდ ცოლებისა და ოჯახების, არამედ მთელი სახელმწიფოს ბედსაც განსაზღვრავენ. უბრალოდ, ამის შესახებ წინასწარ არცერთმა ქალმა არ იცის. საქართველოს პირველმა ქალბატონებმაც არ იცოდნენ, რას უმზადებდა ბედი. უბრალოდ, მათ არჩევანი იმ მამაკაცზე შეაჩერეს, რომელიც მოგვიანებით ერის რჩეული გახდა", - ამბობდა მანანა არჩვაძე. 

  • "როცა ზვიადმა მანანა გაიცნო, მისი მეუღლე ჯერ ისევ დალი იყო... ზვიადისა და დალის განქორწინება გარდაუვალი იყო" - ზვიად გამსახურდიასა და მანანა არჩვაძის ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ამბები 

ნანული შევარდნაძე

lady

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მეუღლე პროფესიით ჟურნალისტი იყო. შევარდნაძემ მომავალი მეუღლე წაღვერში დასვენების დროს გაიცნო. მალე იქორწინეს და ნანული საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო. პირველ ლედის ბევრ ქვეყანაში ცნობდნენ და პატივს სცემდნენ.

საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. ცნობილია, რომ ნანული შევარდნაძე უცხოელების მიერ ქართველი ბავშვების შვილად აყვანის წინააღმდეგი იყო. მიაჩნდა, რომ ეს ხელს უწყობდა ქართველების დემოგრაფიულ პრობლემას.

  • "მე-4 წელია ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ და ეს უნდა დამთავრდეს! ეს ქალბატონი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა! ეს არის კოშმარი, რომელიც არ სრულდება" - მანანა არჩვაძე-გამსახურდიას შესაძლოა დედობის უფლება ჩამოართვან 

სანდრა რულოვსი

lady

სანდრა ელისაბედ რულოვსი 1968 წელს, ჰოლანდიაში დაიბადა. იგი პროფესიით იურისტია და თავისუფლად საუბრობს რამდენიმე ენაზე. სანდრა საქართველოს პირველი ლედის ტიტულს ყველაზე დიდხანს ატარებდა. წინამორბედებისგან განსხვავებით, სანდრა პოლიტიკაში არ ერეოდა, თუმცა მეუღლეს ყოველთვის მხარში ედგა. 

მაკა ჩიჩუა

lady

მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი 2014 წლის 10 სექტემბერს დაქორწინდნენ. მათ ხელი დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოაწერეს.

მაკა ჩიჩუა პროფესიით მხატვარია. მას რამდენიმე ფილმშიც მიუღია მონაწილეობა. მას პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს. 2015 წლის 2 თებერვალს მეორე შვილი შეეძინა. ახალშობილი გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას პირველი საერთო შვილია.

თამარ ბაგრატიონი 

2024 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი ყოფილი ფეხბურთელი, მიხეილ ყაველაშვილი გახდა. მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი 1971 წლის 22 ივ­ლისს ბოლ­ნის­ში და­ი­ბა­და. სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა1990 წლი­დან იწყე­ბა მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის რი­გებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 46 მატ­ჩი. 

tau

მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე თამარ ბაგრატიონია, რომელსაც მეგობრები თაუს ეძახიან. თამარ ბაგრატიონი ცნობილი მომღერლის ლიზა ბაგრატიონის დაა. 

წყვილს სამი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს: მა­რი­ამ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი 1996 წელს ინ­გლის­ში, მან­ჩეს­ტერ­ში და­ი­ბა­და, გუ­რა­მი - 2001 წელს, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ცი­უ­რიხ­ში, მე­სა­მე შვი­ლი - ელი­სა­ბედ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, 2013 წელს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. თა­მარ ერთი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდანაც  - გი­ორ­გი ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 1989 წელს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და.

თამარ ბაგრატიონის საჯარო საქმიანობის შესახებ ცნობილი არ არის - ის უფრო ხშირად ღონისძიებებსა და წვეულებებზე დასთან, ლიზასთან ერთად ჩნდება. თამარ ბაგრატიონს, როგორც 4 შვილის დედას, ხშირად ახასიათებენ მზრუნველ და მოსიყვარულე დედად და მეგობრად.