ულამაზესი კირა ანდრონიკაშვილის ახალი ფოტოები - მსახიობი შესანიშნავად გამოიყურება - Marao

ულამაზესი კირა ანდრონიკაშვილის ახალი ფოტოები - მსახიობი შესანიშნავად გამოიყურება

2025-04-10 10:59:04+04:00

ფოტოგრაფი ლევან მესხიძე ულამაზესი ქართველი მსახიობის, კირა ანდრონიკაშვილს ახალ ფოტოებს გვიზიარებს:

კირა

kira

kira

kira

  • "იმ დროს, როდესაც თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, გადამწყვეტია სიფხიზლის შენარჩუნება და აქტიურად ჩართვა პროცესში" - ლიკა ევგენიძე 

კირა ანდრონიკაშვილი

მაყურებელს დღემდე ახსოვს მის მიერ განსახიერებული ცირა, ფილმიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"; ძაბული, ფილმიდან "მთვარის მოტაცება" და მრავალი სხვა.  კირა ანდრონიკაშვილი რჩევებს არ იშურებს და ამბობს, რომ სილამაზის საიდუმლო გენეტიკასთან ერთად ადამიანის პოზიტიური აზროვნების შედეგია და რომ ბედნიერი ქალბატონები ყველაზე ლამაზები არიან. 

  • "მოდელების სახლიდან დადიოდნენ უნივერსიტეტში და გოგოებს არჩევდნენ. ამომარჩიეს და წავედი ბულგარეთში" - რას იხსენებს კირა ანდრონიკაშვილი 

"ჩემი თვალით მინახავს, როგორ ხეხავდა იატაკს ეს მშვენიერი ქალი, როგორ ამზადებდა სადილს და რა სიყვარულით ზრდიდა შვილებს. ახლაც თვალნათლივ მახსოვს ჩიტაძის ქუჩა და ის სახლი, სადაც ნატა (ნატო ვაჩნაძე)  მამიდა ცხოვრობდა: ერთი ნავთქურა ჰქონდა, რომელსაც "კერასინკას" ეძახდნენ და იმ ნავთქურაზე უგემრიელეს ღვეზელებს აცხობდა. მისი მომზადებული მწვანე სალათის გემო დღემდე არ მავიწყდება. ძალიან ხშირად ვიყავი მასთან. მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ ვხედავდი, როგორ შრომობდა. ქმარი - ნიკოლოზ შენგელაია, ავარიაში დაეღუპა და სამი ვაჟის გაზრდა ხუმრობა ხომ არ იყო? ბევრს ეგონა, რომ ნატო ვაჩნაძე სახლში არაფერს აკეთებდა, მაგრამ ის, უპირველესად, კარგი დედა იყო და მერე იყო ცნობილი მსახიობი. სხვათა შორის, ცხოვრებაში უფრო ლამაზი იყო, მშვენიერი, იისფერი თვალები ჰქონდა; ეკრანზე მისი სილამაზე სანახევროდაც არ ჩანს.

  • "18 წლისას პირველი შვილი მეყოლა... დამიწუნეს, ხელები მრეცხავივით რატომ აქვს ამ ულამაზეს გოგოსო?" - კირა ანდრონიკაშვილის განვლილი გზა 

ძალიან ლამაზ ხალხში გავიზარდე, მარტო ფიზიკურად კი არა, სულიერადაც ლამაზები იყვნენ. ჩემი მამიდები - ნატო ვაჩნაძე და კირა ანდრონიკაშვილი, ულამაზესი ქალები იყვნენ; სილამაზით ბებიებიც გამოირჩეოდნენ. მამაჩემის ბებია დარო ჭავჭავაძე ულამაზესი იყო და ჩვენს გვარს ხალხში მზეჭაბუკების გვარს ეძახდნენ. დედა ჯორჯაძე მყავდა, მისი მშობლებიც ძალიან ლამაზები იყვნენ. მოკლედ, მამის მხარეს არც ჯორჯაძეები ჩამორჩებოდნენ, მაგრამ მე ამას ვერც კი ვამჩნევდი - ჩვენს ოჯახში ადამიანებს სამოსით და გარეგნობით არასოდეს აფასებდნენ, მთავარი პიროვნული თვისებები იყო, ვზრუნავდით, რომ მშრომელები და განათლებულები ვყოფილიყავით" - იხსენებდა კირა ანდრონიკაშვილი. 

  • "ორი ულამაზესი" - ლიკა ევგენიძე პატარა ალისას ფოტოებს აქვეყნებს