ნუცა ცისკარიშვილის რეცეპტი: კვერცხი რომ არ გაიბზაროს და იდეალურად შეიღებოს - Marao

ნუცა ცისკარიშვილის რეცეპტი: კვერცხი რომ არ გაიბზაროს და იდეალურად შეიღებოს

2025-04-16 10:10:52+04:00

ოტია იოსელიანი შვილიშვილის მეუღლე, ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელი სააღდგომო კვერცხის შეღებვის წესს გვიზიარებს:

"კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია ქრისტიანულ სამყაროში, სიმბოლურად, უმძიმეს დღესთან - ქრისტეს ჯვარცმასთან, ანუ ადამის მოდგმის გადასარჩენად დაღვრილ სისხლთან არის დაკავშირებული.ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება.

მომზადების წესი:

გამოვიყენე ოჯახურის ენდრო, სადაც დაღერღილი ენდრო და ხახვის ფურცელია მოთავსებული.

1 ც. შეკვრა ენდრო ჩავყაროთ საშუალო ქვაბში, დავასხათ 1,5 ლ წყალი და დავამატოთ 1 ჩ/კ მარილი, ვადუღოთ 20 წთ.

გავაგრილოთ ენდროს ნაყენი 2-3 საათი (თუ დავაყოვნოთ 8-10 სთ. უკეთეს წითელ ფერს მივიღებთ).

ოთახის ტემპერატურის 10 ცალი გარეცხილი კვერცხი ჩავალაგოთ ქვაბში და ავადუღოთ. ადუღებიდან ვხარშოთ 25 წთ. ნელ ცეცხლზე.

მოხარშული წითელი კვერცხი ჩავაწყოთ ცივ წყალში რომ უკეთ გაიფრცქვნას.

წავუსვათ ზეთი სიპრიალისთვის.

ქრისტიანები ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას წითელი კვერცხებით ულოცავენ მორწმუნეებს.

  • „მე მამას გოგო ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრება... ერთადერთი საფიცარი მამა მყავდა" - ნუცა ცისკარიშვილი მამის გარდაცვალებაზე საუბრობს 

ნუცა ცისკარიშვილი

ნუცა ცის­კა­რიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს ჰგავს, ისეთ ზღა­პარს, რო­მელ­ზეც ხში­რად გო­გო­ნე­ბი ბავ­შვო­ბა­ში ოც­ნე­ბო­ბენ. მე­ო­რე კურ­სზე იყო, რო­დე­საც გა­და­წყვი­ტა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა თავ­ზე წაკ­რუ­ლი მან­დი­ლით გა­მო­ე­ხა­ტა. თა­ვი­დან ყვე­ლას დრო­ე­ბი­თი გა­ტა­ცე­ბა ეგო­ნა, ოჯა­ხი კი ხალ­ხის არცთუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რებ­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და. გო­გო­ნას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ამ იმი­ჯით და­ო­ჯა­ხე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და და გო­გო­ნა მან­დი­ლით ცნო­ბი­ლი მწერ­ლის, ოტია იო­სე­ლი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის, უმ­ცრო­სი ოტი­ას მე­უღ­ლეა. 

  • "ადრე ხევსური ქალები წვრილ ნაწნავებს ატარებდნენ; რაც მეტი იქნებოდა ნაწნავი, მით უკეთესი იყო" - ნუცა ცისკარიშვილი 

წყვი­ლი ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ და­სახ­ლდა წყალ­ტუ­ბო­ში, მწერ­ლის კარ-მი­და­მო­ში და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი. თა­ვი­დან ნუცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვერ­დით "ოტი­ას ეზო­თი“ გა­იც­ნო, სა­ი­და­ნაც მუ­დამ მოღი­მა­რი მან­დი­ლი­ა­ნი გო­გო­ნა გა­მომ­წე­რებს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს უზი­ა­რებ­და.

  • „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო; ჰოდა, მეც მივყვები ამ პრინციპს და გიზიარებთ ორი თვის დაგვიანებით დაჩის ოქროს და პირველი დაბადების დღის ვლოგს " - ნუცა ცისკარიშვილი 

მალე მიხ­ვდა, რომ პი­რა­დი სივ­რცეც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და ახა­ლი გვერ­დი "ნუ­ცას დღი­უ­რი“ გა­ა­კე­თა, სა­დაც უკვე ასი ათას­ზე მეტი "მეგ­ზუ­რი“ ჰყავს. ასე ეძა­ხის ნუცა თა­ვის გა­მომ­წე­რებს, რო­მელ­თაც ბოლო ორი თვეა შეც­ვლილ როლ­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე უყ­ვე­ბა. ოტი­ას და ნუ­ცას ოთხი წლის შემ­დეგ ნა­ნატ­რი შვი­ლი, დაჩი იო­სე­ლი­ა­ნი შე­ე­ძი­ნათ...