7 ქართველი მსახიობი გოგო, რომლებმაც პოპულარობა პატარა ასაკში მოიპოვეს - Marao

7 ქართველი მსახიობი გოგო, რომლებმაც პოპულარობა პატარა ასაკში მოიპოვეს

2025-04-20 19:51:36+04:00

ჩვენს ქვეყანაში ქალები რომ განსაკუთრებული გარეგნობითა და ნიჭით გამოირჩევიან, ამაზე, ალბათ, არავინ დავობს. კინემატოგრაფია ამის ყველაზე ნამდვილი და უტყუარი მოწმეა, რომელმაც გენიალური ქართველი ქალი მსახიობების არა მხოლოდ პროფესიონალიზმი, მათი დაუვიწყარი მშვენიერებაც შემოგვინახა. 

ვარსკვლავების უმეტესობა კარიერის პიკს გვიან ასაკში აღწევს თუმცა არიან ისეთები რომლებმაც პოპულარობა ბავშვობაში მოიპოვეს:

  • სამი შვილი და ოჯახური იდილია - "თესეას" ვარსკვლავის, ანიკო ცეცხლაძის უცნობი ამბები 

რუსკა ქარქაშაძე

ruska

რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და მაყურებელმა კვლავ იხილა რუსკა მსახიობის ამპლუაში, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ფილმსა თუ სპექტაკლში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

  • "ერთხელ მითხრა, არასდროს დაკარგო ღირსება, თორემ მერე არაფერი გამოგივაო" - ნინა ლორთქიფანიძის ოჯახი და კარიერა 

ანა ჯავახიშვილი

ana

ანა ჯავახიშვილის პროფესიული კარიერა საკმაოდ დატვირთულია. ახალგაზრდა მსახიობს დღემდე რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში, ფილმსა და სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან პპულარობა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული ქრისტინეს როლით მოიპოვა. 

მარიამ ბოკერია

mariam

  • კაცები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა: ალენ დელონი, კლინტ ისტვუდი, ოთარ კობერიძე 

მისი პირველი ფილმი გრძელი ნათელი დღეებია სადაც ნათია ზარიძეს როლი შეასრულა, ის სწორედ ამ როლით გაიცნო საზოგადოებამ.

ქეთა ორბელაძე

keta

პოპულარული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ტასოს როლის შემსრულებელი ქეთა ორბელაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბავშვია. 4 წლის ასაკში მისცეს ეს როლი. შეიძლება ითქვას, რომ სერიალში გაიზარდა.

მარიშკა ჯავახაძე

marishka

  • ამერიკის 5 ყველაზე მდიდარი ქალის ამბავი: როგორ შექმნეს დამღლელი ყოველდღიურობიდან საოცნებო ცხოვრება 

მარიშკა ცნობილი მწერლების ოჯახშია დაბადებული - მისი პაპა ვახტანგ ჯავახაძეა, ხოლო მისი მამა - თანამედროვე მწერლების თაობის აქტიური წარმომადგენელი ირაკლი ჯავახაძე.

ქართველმა მაყურებელმა იგი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მანამდე მარიშკა სერიალშ "ძილის წინ" თამაშობდა. 

მაშო გოგორელიანი 

masho

მაშო ქართულ სერიალ ‘‘თესეაში’’ ერთ-ერთი პერსონაჟის როლს ასრულებს. ამასთან ერთად, იგი მრავალ ახალგაზრდულ პროექტშია ჩართული.

"8 წლის ვიყავი როდესაც სტუდიაში შევედი, ბავშვობიდან მაინტერესებდა სცენა, ეკრანი, რაღაცებს ვწერდი და შემდეგ ვდგამდი ჩემს მეგობრებთან ერთად. შემდეგ კი მშობლებმაც ამისრულეს სურვილი" - ამბობდა მაშო.