ნინო ზაუტაშვილის ცხოვრების უცნობი დეტალები: მსახიობი დედა, შვილები და მეუღლე - Marao

ნინო ზაუტაშვილის ცხოვრების უცნობი დეტალები: მსახიობი დედა, შვილები და მეუღლე

2025-04-23 13:01:11+04:00

ნინო ზაუტაშვილი პროფესიით მსახიობია, მაგრამ უფრო მეტად როგორც ჟურნალისტს, ისე იცნობენ. წლების განმავლობაში  იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „სამოთხის ვაშლები“-ს წამყვანი, ტელეკომპანია იმედის, შემეცნებითი და გასართობი გადაცემების მთავარი პროდიუსერი და წამყვანი, პირველ არხზე „გაერთიანება საღამო მშვიდობისას“ სხვადასხვა გადაცემის წამყვანი და პროდიუსერი.

მიღებული აქვს  ჯოშუა ფრიდმანის და GIPA-ს პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრისთვის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და იუნისეფის პრიზი ბავშვთა საკითხების სიღრმისეული გაშუქებისთვის.

  • "კარგი შვილები მყავს, უფროსი 40 წლის არის, უმცროსი - 32-ის... ჩემი მეუღლე 10 წლის წინ გარდაიცვალა, ჩვენ უკვე დაცილებულები ვიყავით" - ნინო ზაუტაშვილი ოჯახისა და განვლილი ცხოვრების შესახებ 

NINO

  • „ერთი კვირის განმავლობაში 17 კილოგრამი დავიკელი, გადაადგილება მიჭირდა, ამას ვერც აღვწერ” - ნინო ზაუტაშვილი 

ნინოს მეუღლე კახა თა­ვარ­თქი­ლა­ძე მსახიობი იყო, ერთ ჯგუფ­ში სწავლობდნენ. კახა ბო­ლომ­დე დარ­ჩა თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლებ­ში თა­მა­შობ­და. წლების წინ გარდაიცვალა, მაშინ უკვე დაშორებულები იყვნენ. 

ოჯახი

ნინო ზაუტაშვილის დედა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს რა­დი­ოს ცნო­ბი­ლი დიქ­ტო­რი მერი მი­ქე­ლა­ძე იყო. როგორც ქალბატონი ნინო იხსენებდა, დედა საკ­მა­ოდ მკაც­რი იყო, თუმ­ცა იუ­მო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი გრძნო­ბა ჰქონ­და, რაც შვილებთან ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ინ­ტე­რე­სოს ხდი­და. ნინოს თქმით, ის მა­ინც მა­მის გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი შვი­ლი იყო და მასაც არა­ნორ­მა­ლუ­რად უყვარდა.

"მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი და­მე­ღუპ­ნენ - 62-ის იყო მამა და დედა - 65 წლის. ორი­ვე ჩემს ხელ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, იმ ბოლო წუ­თებ­ში მათ გვერ­დით მე ვი­ყა­ვი... ამის გამო რა­ღაც­ნა­ი­რად თავს მშვი­დად ვგრძნობ, რომ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში თა­ვად გა­ვა­ცი­ლე - ასე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს."

NINO

  • რას პასუხობს ეკა მჟავანაძე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას 

კარიერა

მე-10 კლა­სამ­დე მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არას­დროს უფიქრია. როცა პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი უნდა გაეკეთებინა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად განაცხადა, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ვა­ბა­რებო. ამას დე­დის­გან მა­შინ­ვე უკუ­რე­აქ­ცია მოჰ­ყვა.  ჩააბარა და დოდო ალექ­სი­ძის ჯგუფში მოხვდა... „თე­ატ­რა­ლუ­რის“ დამ­თავ­რე­ბის მერე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში დაიწყო მუშაობა, მერე ბავ­შვი გააჩინა და ამ პროფესიას ჩამოშორდა. 

"თე­ატ­რში გა­და­წყვი­ტეს, რა­ღაც კონ­კურ­სი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, რაც არას­წო­რად მი­ვიჩ­ნიე, სა­ში­ნე­ლი პრო­ტეს­ტის გან­ცდა გა­მიჩ­ნდა, წა­ვი­კი­თხე გა­ლა­კტი­ო­ნის ლექ­სი - „მე არც წარ­სუ­ლის, არც მო­მავ­ლის არ მე­ში­ნია". და­ვი­ხუ­რე ქუდი და წა­მო­ვე­დი. იმ პე­რი­ოდ­ში უკვე რა­დი­ო­ში ვმუ­შა­ობ­დი. თუმ­ცა რა­დი­ო­ში 8-9 წლის ასა­კი­დან ვი­ყა­ვი, "პი­ო­ნერ­თა და­ფი­ო­ნის“ წამ­ყვა­ნი, რაც ძა­ლი­ან მომ­წონ­და. თე­ატ­რში რომ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, დე­დამ მი­თხრა, რა­დი­ო­ში რე­დაქ­ტო­რის ვა­კან­სი­აა და მო­სინ­ჯეო. "პიკი სა­ა­თი" ახა­ლი გახ­სნი­ლი იყო. სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვე­დი და აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბა­ში ჩა­ვე­ბი. თუკი მე­დი­ა­ში ვინ­მემ თქვა ახა­ლი სი­ტყვა, ნამ­დვი­ლად იყო "პიკი სა­ა­თი" და მან­ვე გა­და­წყვი­ტა ჩემი ბედი. თე­ატ­რში მიბ­რუ­ნე­ბა­ზე სა­ერ­თოდ არც მი­ფიქ­რია" - იხსენებდა ნინო ზაუტაშვილი.

NINO

შემდეგ იყო გადაცემა "ტელე-სინე-ვი­დეო", რომელიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ახა­ლი სი­ტყვა იყო ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში. ამ გა­და­ცე­მა­ში წამ­ყვა­ნო­ბა შესთავაზეს. მისი ავ­ტო­რი და პრო­დი­უ­სე­რი ლერი სა­ხა­რო­ვი იყო. გა­და­ცე­მა მე­რაბ ფი­ფი­ას­თან ერ­თად მიჰყავდა. საუბრობდნენ მსა­ხი­ო­ბებ­ზე, ფილ­მებ­ზე, მსოფ­ლიო კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის ამ­ბებზე, რაც მა­შინ იშ­ვი­ა­თო­ბა იყო. გა­და­ცე­მას მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და.