"ასე გა­ვი­ცა­ნი ილო. გა­ო­ცე­ბუ­ლო ვი­ყა­ვი, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას მო­წყვე­ტილ ად­გი­ლას ერ­თა­დერ­თი ახალ­გაზ­რდა ბიჭი ცხოვ­რობ­და" - ბლოგერ ნანა აროშიძის ცხოვრება მაღალმთიან რაჭაში - Marao

"ასე გა­ვი­ცა­ნი ილო... გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას მო­წყვე­ტილ ად­გი­ლას ერ­თა­დერ­თი ახალ­გაზ­რდა ბიჭი ცხოვ­რობ­და" - ბლოგერ ნანა აროშიძის ცხოვრება მაღალმთიან რაჭაში

2025-04-23 15:23:28+04:00

ბლო­გე­რი ნანა არო­ში­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მა­ღალმთი­ან რა­ჭა­ში, სო­ფელ ღებ­ში ცხოვ­რობს -  წყვილს საზოგადოების ნა­წი­ლი კარ­გად იც­ნობს, რად­გან ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან და თა­ვი­ანთ გა­მომ­წე­რებს სოფ­ლის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ვი­დე­ო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით უყ­ვე­ბი­ან.

ნანა პროფესიით ბუღალტერია, თუმცა მისი მთავარი ჰობი ადრე ლაშქრობა იყო. წარმოშობით ოზურგეთის რაიონიდან, სოფელ კონჭკათიდანაა. სოფელში ყოფნა ძალიან უყვარს, ურჩევნია, აქ იცხოვროს.

  • ამერიკის 5 ყველაზე მდიდარი ქალის ამბავი: როგორ შექმნეს დამღლელი ყოველდღიურობიდან საოცნებო ცხოვრება 
  • დაუვიწყარი ხმა, შთამბეჭდავი გარეგნობა და ჩვენი საყვარელი როლები: თამარ ბუხნიკაშვილის ცხოვრება ეკრანს მიღმა 

nana

  • „ეს მადლი უწმინდესის სახლიდან მოდის, ეს წმინდაა...“ - სად და როგორ ჩამოიქნება ის სანთლები, რომლებსაც "კვირის პალიტრა" მკითხველს ყოველ აღდგომაზე ჩუქნის 

"ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა. სოლო მოგ­ზა­უ­რი ვარ და ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ სო­ფელ­ში ვი­ცხოვ­რებ­დი. ამ­ჟა­მად მა­ღალმთი­ან რა­ჭა­ში ვცხოვ­რობ. გუ­რი­ა­ში და­ვი­ბა­დე. პრო­ფე­სი­ით ბუ­ღალ­ტე­რი ვარ. პან­დე­მი­ის დროს ონ­ლა­ინ ვმუ­შა­ობ­დი და პა­რა­ლე­ლუ­რად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბა­საც ვა­ხერ­ხებ­დი.

დიდი ხა­ნია, ქა­ლაქ­ში აღარ მი­ცხოვ­რია და სი­მარ­თლე გი­თხრათ, დაბ­რუ­ნე­ბას არც ვა­პი­რებ. 

პირადი ცხოვრება

მეუღლე მოგზაურობის დროს გაიცნო - სოფ­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს, რა­ჭის სო­ფე­ლი ღები ამოარჩია. სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნეს შეუთანხმდა, რომ 2-3 დღე დარჩებოდა, ის კი სო­ფელს დაათვალიერებინებდა.

nana

  • ღარიბი ემიგრანტების ოჯახიდან ჰოლივუდის ვარსკვლავობამდე - ვუპი გილდბერგი 

"ღებ­ში როცა ჩა­მო­ვე­დი, ძა­ლი­ან ცუდი ამინ­დი იყო. ამი­ტომ ერთ ად­გი­ლობ­რივს ვთხო­ვე, ჩემ­თვის ისე­თი ადა­მი­ა­ნი გა­ეც­ნო, ვი­საც დიდი მე­ურ­ნე­ო­ბა და ფერ­მა ექ­ნე­ბო­და - ეს ჩემი ბლო­გის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და. ასე გა­ვი­ცა­ნი ილო. გა­ო­ცე­ბუ­ლო ვი­ყა­ვი, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას მო­წყვე­ტილ ად­გი­ლას ერ­თა­დერ­თი ახალ­გაზ­რდა ბიჭი ცხოვ­რობ­და. ამის შემ­დეგ, მხო­ლოდ "ინ­სტაგ­რა­მის" სა­შუ­ა­ლე­ბით ვკონ­ტაქ­ტობ­დით. ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ქუ­თა­ის­ში შემ­თხვე­ვით შევ­ხვდით და უფრო და­ვახ­ლოვ­დით, და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხე­ვარ­ში კი დავ­ქორ­წინ­დით. ილო წარ­მო­შო­ბით რა­ჭი­და­ნაა. ქუ­თა­ის­ში გაზ­რდი­ლია, მაგ­რამ მა­საც ჩემ­სა­ვით სო­ფელ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა იზი­დავ­და."

nana

ნანას და ილოს ერთ შვილი, პატარა დათი ჰყავთ, რომელიც დედის გამომწერებს შორის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ნანა დათის ფოტოებს და ვლოგებს ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში და გამომწერებს რჩევებსაც უზიარებს.