"15 წელი ერთად" - მანიკა ასათიანი ქორწინების იუბილეს აღნიშნავს - Marao

"15 წელი ერთად" - მანიკა ასათიანი ქორწინების იუბილეს აღნიშნავს

2025-04-24 12:00:54+04:00

მანიკა ასათიანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა ტელეწამყვანი და მოდელია. მანიკა თავისი პროფესიონალიზმითა და ქარიზმით ქართული მედიასივრცის გამორჩეული სახეა.

მანიკა სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია და გამომწერებს სასარგებლო რჩევებსაც ხშირად უზიარებს. ამჯერად მანიკა ქორწინების 15 წლის იუბილეს აღნიშნავს და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:

asatiani_manika

  • "ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთეთ! რაც გინდათ, ის ქენით, მაგრამ ჩემს ოჯახს არ შეეხოთ!" - რას წერს მანიკა ასათიანის მეუღლე 

manika

  • რა არის მისი ნამდვილი სახელი, როგორ აირჩია პროფესია და რა აკავშირებს მაკა ასათიანთან: მანიკა ასათიანის ცხოვრების საინტერესო მხარეები 

მანიკა ასათიანის ქმარი

მანიკა უკვე 15 წელია კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული და როგორც ჩანს, მათი შვილი, 10 წლის გიორგიც, მამის კვალს მიჰყვება. "ექვსი წლის ვიყავი, როდესაც კალათბურთის თამაში დავიწყე. თბილისის ვაკის საკალათბურთო აკადემიაში მიმიყვანეს, სადაც ჩემი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე იყო. ჩემი ოჯახის წევრები ფეხბურთელები იყვნენ და სპორტის ამ სახეობაზეც დავდიოდი, მაგრამ კალათბურთი უფრო შემიყვარდა და არჩევანი მასზე გავაკეთე. ბაბუა მყავდა კალათბურთელი, ნათლიები მყავდნენ კალათბურთელები და მათი გვერდში დგომით აღმოვჩნდი ამ სპორტში. ბევრმა დეტალმა შეუშალა ხელი იმას, რომ უფრო მეტად წარმატებული ვყოფილიყავი. არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ არის განცდა, დარდი, მონატრება და რომ არა ბევრი გაუმართლებლობა, შესაძლებელი იყო, ბევრად მაღალ დონეზე მეთამაშა.

  • "ლამაზი და ბუნებრივი" - მანიკა ასათიანის მაკიაჟის რუტინა 

ბევრი კარგი თამაში შემეძლო ჩამეტარებინა საქართველოს ნაკრებში. თუმცა წარმატება ჩემთვის ჩემი ოჯახია და ამით ვიმშვიდებ თავს. სპორტიც – თავისთავად, მაგრამ ოჯახი ყველაფერია და ჩემი მეუღლე და შვილი მამშვიდებენ. კარიერის ბოლოს ისეთი ტრავმა მივიღე, რომ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომაც მომიწია აქტიური სპორტისთვის თავის დანებება. ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება.

  • "თანამედროვე ოჯახის მაგალითი" - მანიკა ასათიანის ოჯახური იდილია და კადრები მეუღლესთან ერთად 

გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ ბოლომდე არ გადამიწყვეტია დასრულება. ის ემოციები მაკლია, მაგრამ როგორც მწვრთნელი, ვინაზღაურებ. ამ პროცესში საკუთარ თავს ვაკვირდებოდი, რამდენად მომანიჭებდა ეს ამპლუა სიამოვნებას და აღმოჩნდა, რომ ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვის სპორტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. თუმცა, პარალელურად, სხვა საქმეებითაც ვარ დაკავებული" - ამბობდა ბექა წივწივაძე.   

  • ცნობილი სტუმრები და ულამაზესი გარემო - მანიკა ასათიანი იუბილარია: როგორ აღნიშნა ტელეწამყვანმა დაბადების დღე