ოცნების არქიტექტორი რეალურ სამყაროში - გენიალური ქალი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის საოცარი ცხოვრება - Marao

ოცნების არქიტექტორი რეალურ სამყაროში - გენიალური ქალი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის საოცარი ცხოვრება

2025-04-24 17:48:32+04:00

“ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა გავმხდარიყავი პირველი სახელგანთქმული არქიტექტორი ქალი, მე ყოველთვის ვცდილობდი შემექმნა საუკეთესო ნამუშევარი. განა დამარქმევდნენ არქიტექტურის „დივას“ მამაკაცი რომ ვყოფილიყავი?” - ეს სიტყვები ლეგენდარულ არქიტექტორს, ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის. 

zaha

ზაჰა ჰადიდი

ზაჰა ჰადიდი 1950 წელს ბაღდადში, ინტელექტუალური ელიტის ოჯახში დაიბადა, მისი მშობლები გატაცებული იყვნენ ხელოვნებით და ხშირად დაჰყავდათ შვილი არქიტექტურულ გამოფენებზე. ზაჰას ინტერესიც არქიტექტურის მიმართ სწორედ აქედან დაიწყო. 

ზაჰას მამა მაშინდელი დემოკრატიული პარტიის ლიდერი და საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო - გოგონას არასდროს უტარებია ჰიჯაბი და განათლება კათოლიკურ სკოლაში მიიღო. 

zaha

მოგვიანებით სწავლა ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში განაგრძო, შემდეგ კი ლონდონის არქიტექტურის სკოლის არქიტექტურის ასოციაციაში გადავიდა სასწავლებლად. დასრულების შემდეგ, „მეტროპოლიტენ-არქიტექჩა გრუპის“ ოფისში დაიწყო მუშაობა. მისი მასწავლებელი, გამოჩენილი ჰოლანდიელი არქიტექტორი – რემ კოლჰაასი ამბობდა: „ჰადიდი საკუთარ ორბიტაზე მოძრავი პლანეტაა“.

  • დაუვიწყარი ხმა, შთამბეჭდავი გარეგნობა და ჩვენი საყვარელი როლები: თამარ ბუხნიკაშვილის ცხოვრება ეკრანს მიღმა 

ზაჰას ჩანახატების რეალობად ქცევა თავიდან წარმოუდგენლად მიიჩნეოდა - პირველი მისი პროექტი გერმანული კომპანია „ვიტრას“ მიერ აშენებული სახანძრო სამსახურის შენობა გახდა. ამ პროექტით ყველა დარწმუნდა, რომ ზაჰას პროექტები რეალობაშიც ფუნქციონირებდა.

zaha

  • "მისით ყოველდღე ვამაყობ. ვფიქრობ, ის უბრალოდ ჯადოსნური ადამიანია" - ცნობილი მსახიობი შვილის დაავადებაზე 
  • "ასე გა­ვი­ცა­ნი ილო. გა­ო­ცე­ბუ­ლო ვი­ყა­ვი, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას მო­წყვე­ტილ ად­გი­ლას ერ­თა­დერ­თი ახალ­გაზ­რდა ბიჭი ცხოვ­რობ­და" - ბლოგერ ნანა აროშიძის ცხოვრება მაღალმთიან რაჭაში 

ნამუშევრები

ჰადიდის ნამუშევართა უმრავლესობა კონცეპტუალურია; მის მნიშვნელოვან პროექტებს მიეკუთვნება:

ვიტრას სახანძრო სადგური (1993), ვეილ-ამ-რაინი, გერმანია

როზენთალის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (1998), ცინცინატი, ოჰაიო

ჰონჰაიმ-ნორზის ტერმინალი და სადგური (2001), სტრასბურგი, საფრანგეთი

ბერგისზელის სათხილამურო ტრამპლინი (2002), ინსბრუკი, ავსტრია

  • ღარიბი ემიგრანტების ოჯახიდან ჰოლივუდის ვარსკვლავობამდე - ვუპი გილდბერგი 

ორდრუპგაარდ-ანექსი (2005), კოპენჰაგენი, დანი

აბე-ემ-ვეს ცენტრალური შენობა (2005), ლაიფციგი, გერმანია.

ლეგენდარული არქიტექტორი არასდროს დაქორწინებულა, არც შვილები ჰყოლია. მთელი ცხოვრება თავის საყვარელ კარიერას დაუთმო. ლონდონის ასკეტურად გაწყობილ ბინაში ცხოვრობდა, სადაც სასტუმრო ოთახი სამუშო ადგილად ჰქონდა გადაკეთებული, ხოლო სამზარეულო გააუქმა.

  • "გაკვეთილებს არასდროს ვაცდენდი. მიყვარდა 5-იანების მიღება. მომწონდა ყოველთვის დროზე მისვლა" - მიშელ ობამას ცხოვრება და კარიერა 

ზაჰა ჰადიდი  2016 წლის 31 მარტს, 65 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. 

  • ჰელენ კელერის წარმოუდგენელი ისტორია - ქალი, რომელმაც ყველაზე დიდი გამოწვევა დაამარცხა