მომღერალი შეყვარებული, დადებული პირობა და გზა წარმატებისკენ: გაიცანით ყველაზე ახალგაზრდა ევროპის ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი - Marao

მომღერალი შეყვარებული, დადებული პირობა და გზა წარმატებისკენ: გაიცანით ყველაზე ახალგაზრდა ევროპის ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი

2025-04-28 11:52:46+04:00

ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი სპორტსმენი აიუბ ბლიევი იყო, რომელიც სარდალაშვილმა დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა.

„გი­ორ­გი სარ­და­ლაშ­ვი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია, ის ტი­ტულს 20 წლის ასაკ­ში და­ე­უფ­ლა”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ფე­დე­რა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • "ღმერთს შევპირდი, რომ თუ ლაშა მოიგებდა, შვილს მის სახელს დავარქმევდი…" - მილოცვები და სიამაყით გაერთიანებული საქართველო ლაშა ბექაურის გარშემო 

sardalashvili

გიორგი სარდალაშვილი

გიორგი სარდალაშვილი 2003 წლის 26 მაისს დაიბადა. 2020 წელს ანტალიაში ჭაბუკებს შორის გამართულ ევროპის თასზე პირველი ადგილი დაიკავა 50 კგ წონით კატეგორიაში. ერთი წლის შემდეგ პრაღაში გამართულ ევროპის თასზე (ახალგაზრდული) 60 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილის მოპოვება მოახერხა.

  • სილამაზე და ნიჭი: ვინ არის 10 ყველაზე პოპულარული ქართველი სპორტსმენი გოგო 

 2022 წელს პირველი ადგილის დაკავება მოახერხა ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართულ ევროპის თასზე (ახალგაზრდული). სარდალაშვილმა ტურნირზე ალეხანდრო პრიეტო სიმანკასს, რიკარდო პირესს, ფლორიან ბოეკერსა  და ლუის ბაროსო ლოპესს იპონებით სძლია.

2022 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც გუაიაკილში, ეკვადორში ჩატარდა, სარდალაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.

sardalashvili

  • "გიორგი და ინა ქალდანების ისტორიას უნდა იცნობდეს ყველა" - ქართველი პარაოლიმპიელი ცოლ-ქმრის შთამაგონებელი ისტორია 

2023 წელს დოჰაში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველ შეხვედრაში ზამბიელი მეტოქე სიმონ ზულუ იპონით დაამარცხა. მერვედფინალში დაუპირისპირდა ავსტრიელ მარკუს აუერს, რომელიც აგრეთვე იპონით დაამარცხა. 

  • "წერენ, ქართველ კაცს ასეთი ცოლიო? ჩემს პირადს არავინ უნდა შეეხოს" - მოკრივე ლაშა გურულისა და მარიამ მუმლაძის სიყვარულის ისტორია 

2024 წელს, 20 წლის ასაკში გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სარდალაშვილი 1/32 ფინალში დაამარცხა ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი ჩაე კვანგ-ჯინი. 1/16 ფინალში სარდალაშვილმა ტაიპეის წარმომადგენელი ლინ ჩონგ-იოუ იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში სარდალაშვილმა აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი დაამარცხა. ნახევარფინალში იაპონელ ტაიკი ნაკამურას სძლია, რის შემდეგაც ფინალში ტაიპეის წარმომადგენელს, იან იუნგ-ვეის დაუპირსპირდა. 2024 წლის ტაშკენტის გრანდ-სლემზე სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1/16 ფინალში დაამარცხა უზბეკი კამოლიდინ ბახთიოროვი. 1/8 ფინალში დაამარცხა ტაჯიკი ჰაქდოდ გულოვი. 1/4 ფინალში დაამარცხა ყაზახი იელდოს სმეტოვი. 1/2 ფინალში დაამარცხა ფრანგი რომენ ვალადიე-პიკარი. ფინალში უზბეკ დოსთონ რუზიევთან დამარცხდა. 

sardala

  • ამბავი იმაზე, რომ ქალებისთვის შეუძლებელი არაფერია - როგორ მოიგო 7 თვის ორსულმა პარაოლიმპიელმა ბრინჯაოს მედალი

გიორგი სარდალაშვილის შეყვარებული - მომღერალი ანანო სამხარაძე

გიორგი სარდალაშვილმა გამარჯვება უმშვენიერეს შეყვარებულს, მომღერალ ანანო სამხარაძეს მიუძღვნა. ანანო და გიორგი სოციალურ ქსელში ერთად იშვიათად ჩნდებიან, თუმცა ახალგაზრდა მომღერალს მაყურებელი უკვე კარგად იცნობს - ანანო მუსიკალურად აფორმებს ზურა მანჯავიძის შოუს და უკვე უამრავი გულშემატკივარიც ჰყავს. 

ცოტა ხნის წინ გიორგისა და ანანოს კადრები საკუთარ გვერდზე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა გამოაქვეყნა. ლაშა და გიორგი, გარდა სპორტული კარიერისა, მეგობრობაც აკავშირებდათ. როცა ლაშა მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, გიორგი ვიდეოს აქვეყნებდა, სადაც ამბობდა, რომ შვილს მის სახელს დაარქმევდა: "ღმერთს შევპირდი, რომ თუ ლაშა მოიგებდა, შვილს მის სახელს დავარქმევდი..."