მომღერალი ეკა კახიანი შვილთან, ანასტასია თოფურიძესთან ერთად საფრანგეთში მოგზაურობს და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს:



ეკა კახიანი
ეკა კახიანი საქართველოს სახალხო არტისტის, იმედა კახიანის შვილია.
გამოჩენილი ქართველი მსახიობი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში დაიბადა. განსაკუთრებული როლების წყალობით მისი წარმატება სტუდენტობის პერიოდში მოვიდა. იმედა კახიანმა 1956–1959 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. 1957 წელს მისი დებიუტი ფილმ „საბუდარელ ჭაბუკში“ შედგა, სადაც მან გოგიტას როლი განასახიერა. იმედა კახიანმა 1967 წელს დამსახურებული არტისტის ტიტული, ხოლო 1979 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიიღო.
ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ, ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა.
ნიკო თოფურიძეს და ეკა კახიანს, ორი უმშვენიერესი ქალიშვილი, ქეთო და ანასტასია ჰყავთ. წყვილს საერთო შვილიშვილიც ჰყავს, რომელსაც იმედო კახიანის გარდაცვლილი ვაჟის, ლადოს სახელი ჰქვია.
„არ მერიდება იმის თქმა, რომ მყავს არაჩვეულებრივი შვილები, საოცარია რომ უცებ შევიძინე მათი სახით 3 და, რომელიც დღეს უკვე ჩემი მეგობრები არიან. სამივე სხვადასხვანაირია, ჩვენ გვაქვს ჯგუფი, სადაც ერთმანეთს ვწერთ ხოლმე, მაგალითად თუ რაიმე გადაღება მაქვს და ვწერ ამარჩევინეთ რა ჩავიცვა, ზუსტად ვიცი ვინ როგორ მიპასუხებს, აქედან ნინი მოიწერება – „რავი აბა“ , იქიდან ანასტასია, დეტალურად მომწერს რა და რატომ უნდა ჩავიცვა, რაც შეეხება ქეთოს ის ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელურია. ჩვენ ხშირად ვიკრიბებით და ერთადაც დავდივართ სამოგზაუროდ მე ამ ყველაფრით ძალიან მადლიერი ვარ. “
ანასტასია თოფურიძე
ეკა კახიანის შვილი, მოდელი ანასტასია თოფურიძე, ქართველი საზოგადოებისთვის ბავშვობიდან ცნობილია. გოგონა სამოდელო სფეროში წლები აქტიურად ჩანდა, თუმცა შვილების გაჩენის შემდეგ ამ საქმიანობას ჩამოშორდა. ანასტასიას დახვეწილი, კლასიკური სტილი აქვს. თოფურიძე უმეტესად შავი ფერის სამოსსა და დაბალქუსლიან ფეხსაცმელებს ირგებს. უმშვენიერესი მოდელი ორი შვილის დედაა და კვლავ საოცრად გამოიყურება. ანასტასია, ვიზუალიდან გამომდინარე, ყველანაირ სამოსს უპრობლემოდ იხდენს.
ანასტასია თოფურიძე დაოჯახებულია. მისი ქმარი ირაკლი გაბაშვილია, რომელზეც ცნობილი ოჯახის ქალიშვილმა 2012 წელს იქორწინა და მათ ბედნიერი ოჯახი აქვთ. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს.
ს.