ბერა ივანიშვილის მეუღლე, ნანუკა გუდავაძე წარსულში მოდელად მუშაობდა, შემდეგ კი მოდის შესახებ ბლოგებს წერდა. პოდიუმზე პირველად 14 წლის ასაკში გამოჩნდა, დიზაინერ ბიჭოლას ჩვენებაზე. მას შემდეგ კი მოდის შესახებ ბლოგებს წერდა და პერიოდულად ჩვენებებზეც გამოდიოდა. აქტიურობდა ინსტაგრამზეც.
დღეს ნანუკა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ოჯახურ კადრებს ხშირად უზიარებს გამომწერებს. ყველაზე დიდ მოწონებას ნანუკას სტილი და მისი ულამაზესი კაბების იმსახურებს.
ეს ულამაზესი ცისფერი კაბა ბრიტანულმა სამოდელო სახლმა Ralph & Russo შექმნა. საქორწინო კაბა 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის. ამ კაბის ღირებულება 32 250 გირვანქა სტერლინგია, ანუ, დაახლოებით, 42 000 დოლარი. რა თქმა უნდა, ნანუკას საქორწინო კაბა მის გარდერობში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია.
ერთ-ერთ დაბადების დღეზე ნანუკამ სესილი ბანსენის შავი კაბა მოირგო და "დიორის" ამავე ფერის ფეხსაცმელი შეუხამა. კაბის თავდაპირველი ღირებულება 700 დოლარია.
ერთ-ერთი გამორჩეული კაბა ნანუკა გუდავაძის გარდერობში Oscar de la Renta-ს ყვავილებიანი კაბაა, რომელიც მან ახალ წელს მოირგო. ფერადი ყვავილებით გაფორმებული შავი კაბის ფასი 7 489 დოლარია.
ნანუკა უპირატესობას ხშირად სადა, თუმცა ეფექტურ კაბებს ანიჭებს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ახალ წელს გამოქვეყნებული ფოტოა. ეს "ციმერმანის" კაბა ნანუკას გარდერობის მართლაც გამორჩეული ნაწილია. მისი ღირებულება კი 4 239 დოლარია.
მომდევნო ფოტოზე ნანუკას ულამაზესი თვლებით გაფორმებული კაბა აცვია. კაბის ღირებულებაა $3 848. ის ლიბანელმა დიზაინერმა, Saiid Kobeisy-მ შექმნა.
ერთი-ერთი ოჯახური ფოტოსესიის დროს ნანუკამ Misci-ს უმშვენიერესი აბრეშუმის კაბა მოირგო, რომლის ღირებულება 4 780 დოლარია. როგორც ჩანს, ბრაზილიაში ცხოვრების დროს ნანუკა ბრაზილიურ მოდის სახლებსაც აქტიურად სტუმრობდა - Misci სწორედ ბრაზილიური ბრენდია, რომელიც პროდუქციის წარმოებისთვის, უმეტესად, ადგილობრივ ნედლეულს იყენებს.
როგორც ჩანს, Zimmermann ნანუკას საყვარელი ბრენდია. მის გარდერობში ამ ბრენდის არაერთი კაბა მოიძებნება. ერთ-ერთი გამორჩეული კი მუქი ბორდოსფერი კაბაა, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 3 400 დოლარია.
ყველაზე ბოლოს ნანუკა გუდავაძემ ფოტოები Dolce & Gabbana-ს აბრეშუმის ცისფერ კაბაში გამოაქვეყნა. ეს ულამაზესი კაბა, რომლის ღირებულება 3 645 დოლარია, მან უმცროსი შვილის დაბადების დღეზე მოირგო.
ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი, მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.
2014 წელს ბერა წავიდა აშშ-ში და იქ აგრძელებს კარიერას. მას ურთიერთობა ჰქონია ისეთ მომღერლებთან, როგორებიც არიან: კრის ბრაუნი, რიანა, ჯასტინ ბიბერი, მაილა ჯეი, ბასტა რაიმზი, უაიკლეფ ჟანი და სხვები. 2014 წლის 24 ნოემბერს მან გამოუშვა ახალი ვიდეო, სახელწოდებით Calypso Love“, რომელიც მის გულშემატკივრებში პოპულარული გახდა.
2015 წლის 8 იანვარს კინოთეატრ "რუსთაველში" გაიმართა ბერას ახალი მუსიკალური ვიდეოს, სახელწოდებით Tickets to the Movies – პრემიერა. 16 იანვარს მან გამოუშვა კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი Don't Go.
2015 წლის აგვისტოში ბერამ გამოუშვა ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე I Look Good on You. ამ ვიდეოს რეჟისორი იყო ამერიკელი ახალგაზრდა დამწყები რეჟისორი ნეშ გრიერი. ვიდეომ ერთ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ოქტომბერში ბერამ გრიერი საქართველოში ჩამოიყვანა და გულშემატკივრებს შეახვედრა.