"რა ლამაზია" - გელა დაიაური შვილის, ვაჩეს ფოტოებს აქვეყნებს - Marao

"რა ლამაზია" - გელა დაიაური შვილის, ვაჩეს ფოტოებს აქვეყნებს

2025-04-30 17:37:03+04:00

გელა დაიაური და ეკა მანჩხაშვილი ცოტა ხნის წინ პირველი საერთო შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი, ვაჩე შეეძინა. გელა დაიაური უსაყვარლესი ვაჟის ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს. 

gela

gela

  • "ჩემი დარდის, ფიქრის და ტკივილის მიზეზო... ჩემი არსების ნაწილო..." - გელა დაიაურის მილოცვა თეონა ქუმსიაშვილს და ცხოვრება დიდი ტრაგედიის შემდეგ 

გელა დაიაურის ოჯახი

გელა დაიაურმა ოჯახში დატრიალებული ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ შექმნა ოჯახი. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილი გახდა. 

"დავოჯახდი ქართლელ გოგონაზე, ეკა მანჩხაშვილზე. რთული კი არა, ძალიან რთული იყო. ცხოვრებაში ასეთი სირთულე, ალბათ, იმ ამბის მერე აღარ შეგვხვედრია იმიტომ, რომ ბევრ რამეზე ფიქრობ… არის ერთი მომენტი, რომ არ უნდა მოატყუო ადამიანი. ჯერ საკუთარ თავში გიწევს დარწმუნება და დაჯერება ამ ყველაფრის, რათა წრფელი და სუფთა იყო ადამიანთან. ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელთანაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და მსუბუქი გახდა ამ ადამიანის დახმარებით ამ ნაბიჯის გადადგმა” - ამბობდა გელა დაიაური. 

  • "უთქვენობის 14 ტკივილიანი, სევდიანი და სიცარიელის წელიწადი" - გელა დაიაურის მოგონებები თეონა ქუმსიაშვილსა და შვილებზე 

თეონა ქუმსიაშვილი

თეონა ქუმსიაშვილი ქართული ხალხური სიმღერების, საკუთარი ფოლკლორული კომპოზიციების შემსრულებელი იყო, ასევე ანსამბლ „სიონის ზარების“ სოლისტი.

  • "ღვთის უდიდესი საჩუქარი, სიცოცხლის საზრისი" - გელა დაიაურის ოჯახური კადრები მეუღლესა და შვილთან ერთად 

დაიბადა დაბა სიონში, 1984 წლის, 27 იანვარს. 2007–2010 წლებში მონაწილეობდა ქართული ხალხური სიმღერის ფესტივალებზე: „ხევსურული საღამო“ და „არტგენი“. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს, თეონა ქუმსიაშვილი, ანსამბლ „შავნაბადა“-სთან ერთად იმყოფებოდა ფესტივალზე თურქეთში. სახელი გაითქვა თავისი უნიკალური ხმითა და მუსიკალური კომპოზიციების შესრულებით.

2010 წლის 22 ივლისს, ათენგენობიდან მომავალი ავტომობილი, რომელშიც თეონა ქუმსიაშვილი 2 მცირეწლოვან ვაჟთან, დასთან და კიდევ 3 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, ავტოკატასტროფაში მოჰყვა - ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონა ქუმსიაშვილი თავის ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონას დაც.