- პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, ტანმოვარჯიშე მედეა ჯუღელია, რომელმაც ოქროს მედალი ჰელსინკში 1952 წელს, ზაფხულის ოლიმპიადაზე მოიპოვა.
- პირველი ქართველი მთამსვლელი ქალი, რომელმაც კავკასიონის თითქმის ყველა მწვერვალი დაიპყრო, ალექსანდრა ჯაფარიძეა. ის ასევე გახლავთ პირველი ქართველი ქალი, რომელმაც თეთნულდსა და უშბაზე დადგა ფეხი.
- ლეგენდარული მოჭადრაკე ქალი ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
სპორტში ქალებმა თავიანთი კვალი დიდი ხნის წინ დატოვეს და შესაძლებლობის დამტკიცებას დღემდე აგრძელებენ. აქამდე ქალისთვის საკამათო სპორტად მიიჩნეოდა - ძიუდო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სტერეოტიპიც დაამსხვრიეს. დღეს საქართველოს არაერთი გამორჩეული ქალი ძიუდოისტი ჰყავს...
ნინო ოძელაშვილი

ნინო ოძელაშვილი ქართველი სპორტსმენი, სამბოში მსოფლიო ჩემპიონი (2018, ბუქარესტი, რუმინეთი) და ევროპის ორგზის ჩემპიონია.
ეთერ ლიპარტელიანი

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი, რომელიც ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე პერსპექტიულ გოგონათა 5-ეულში დაასახელეს. ლენტეხში, მკაცრ, ტრადიციულ მხარეში, საკუთარი დედისა და გარშემომყოფთა უმრავლესობის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ძიუდო აირჩია. პარალელურად მეკლდეურობაზეც დადიოდა და საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილზეც გავიდა.
სალომე მჭედლიშვილი

სალოემ მჭედლიშვილი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის გამარჯვებულია (2016, ანტალია, თურქეთი, 70 კგ). სამბოში კი გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი.
ელენე ქებაძე

ელენე ქებაძე მსოფლიოს ჩემპიონი ორჯერ გახდა. პირველი ტიტული მან 2018 წელს მოიპოვა, ბუქარესტში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე.
შორენა შარაძე

სამბოში მსოფლიო თასის (ხარლამპიევის მემორიალი) გამარჯვებული. ძიუდოში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მან 2012 წელს მოიპოვა.
მარიამ ჭანტურია

მარიამ ჭანტურია ევროპის ზაფხულის XIV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის და 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
მარიამ ჯანაშვილი

იგი გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონი, გოგონებსა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორია.