სტერეოტიპების წინააღმდეგ - ქართველი ძიუდოისტი ქალები - Marao

სტერეოტიპების წინააღმდეგ - ქართველი ძიუდოისტი ქალები

2025-05-05 11:57:34+04:00
  • პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, ტანმოვარჯიშე მედეა  ჯუღელია, რომელმაც ოქროს მედალი ჰელსინკში 1952 წელს, ზაფხულის ოლიმპიადაზე მოიპოვა. 
  • პირველი ქართველი მთამსვლელი ქალი, რომელმაც კავკასიონის თითქმის ყველა მწვერვალი დაიპყრო, ალექსანდრა ჯაფარიძეა. ის ასევე გახლავთ პირველი ქართველი ქალი, რომელმაც თეთნულდსა და უშბაზე დადგა ფეხი.
  • ლეგენდარული მოჭადრაკე ქალი ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

სპორტში ქალებმა თავიანთი კვალი დიდი ხნის წინ დატოვეს და შესაძლებლობის დამტკიცებას დღემდე აგრძელებენ. აქამდე ქალისთვის საკამათო სპორტად მიიჩნეოდა - ძიუდო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სტერეოტიპიც დაამსხვრიეს. დღეს საქართველოს არაერთი გამორჩეული ქალი ძიუდოისტი ჰყავს...

  • "ასე გა­ვი­ცა­ნი ილო. გა­ო­ცე­ბუ­ლო ვი­ყა­ვი, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას მო­წყვე­ტილ ად­გი­ლას ერ­თა­დერ­თი ახალ­გაზ­რდა ბიჭი ცხოვ­რობ­და" - ბლოგერ ნანა აროშიძის ცხოვრება მაღალმთიან რაჭაში 

ნინო ოძელაშვილი

nino

 ნინო ოძელაშვილი ქართველი სპორტსმენი, სამბოში მსოფლიო ჩემპიონი (2018, ბუქარესტი, რუმინეთი) და ევროპის ორგზის ჩემპიონია.

ეთერ ლიპარტელიანი

eter

ეთერ ლიპარტელიანი  პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ქა­ლი, რომელიც ახალ­გაზ­რ­დებ­ში ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტულს და­ე­უფ­ლა. ის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ყვე­ლა­ზე პერ­ს­პექ­ტი­ულ გო­გო­ნა­თა 5-ეულ­ში და­ა­სა­ხე­ლეს.  ლენ­ტეხ­ში, მკაც­რ, ტრა­დი­ცი­ულ მხა­რე­ში, სა­კუ­თა­რი დე­დი­სა და გარ­შე­მომ­ყოფ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად,  ძი­უ­დო აირჩია.  პარალელურად მეკ­ლ­დე­უ­რო­ბა­ზეც დადიოდა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზეც გავიდა.

სალომე მჭედლიშვილი

salome

  • სკანდალი ოლიმპიადაზე: ქალთა კრივში "ბიოლოგიურად კაცი" იმანე ხელიფის მონაწილეობას დიდი კრიტიკა მოჰყვა 
  • ოცნების არქიტექტორი რეალურ სამყაროში - გენიალური ქალი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის საოცარი ცხოვრება 

სალოემ მჭედლიშვილი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის გამარჯვებულია (2016, ანტალია, თურქეთი, 70 კგ). სამბოში კი გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი.

ელენე ქებაძე

elene

  • "გაკვეთილებს არასდროს ვაცდენდი. მიყვარდა 5-იანების მიღება. მომწონდა ყოველთვის დროზე მისვლა" - მიშელ ობამას ცხოვრება და კარიერა 

ელენე ქებაძე მსოფლიოს ჩემპიონი ორჯერ გახდა. პირველი ტიტული მან 2018 წელს მოიპოვა, ბუქარესტში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე.

შორენა შარაძე

sharadze

სამბოში მსოფლიო თასის (ხარლამპიევის მემორიალი) გამარჯვებული. ძიუდოში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მან 2012 წელს მოიპოვა.

მარიამ ჭანტურია

mariam

  • "ერთხელ მითხრა, არასდროს დაკარგო ღირსება, თორემ მერე არაფერი გამოგივაო" - ნინა ლორთქიფანიძის ოჯახი და კარიერა 

მარიამ ჭანტურია ევროპის ზაფხულის XIV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის და 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

მარიამ ჯანაშვილი

mariam

იგი გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონი,  გოგონებსა და ახალგაზრდებს  შორის მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორია.