ბოლოს და ბოლოს, რა გაიკეთა ენ ჰეთუეიმ სახეზე? - Marao

ბოლოს და ბოლოს, რა გაიკეთა ენ ჰეთუეიმ სახეზე?

2025-05-02 15:14:41+04:00

2025 წელს ენ ჰეთუეის გარეგნობამ მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებული იყო მისი გამოჩენა Ralph Lauren-ის  2025 წლის შემოდგომის კოლექციის ჩვენებაზე.

  • შეცვლილი გარეგნობა და სოციალური მედიის რეაქცია

ჰეთუეი, 42 წლის ასაკში, გამოირჩეოდა განსაკუთრებულად ახალგაზრდული იერით, რაც სოციალურ მედიაში ფართო განხილვის საგანი გახდა. კანი ნაოჭების გარეშე, აქცენტი სახეზე და მინიმალური მაკიაჟი - მა თამამი განცხადებით ენმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ბევრს წერდნენ, რომ მან სხვადასხვა პლასტიკური თუ კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა. 

anne

ბოლოს და ბოლოს, რა გაიკეთა ენ ჰეთუეიმ სახეზე? 

ოფიციალურად, ენ ჰეთუეი არ ადასტურებს, რომ რაიმე კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა, თუმცა 2025 წელს მისი განსაკუთრებით ახალგაზრდული გარეგნობის ფონზე, სხვადასხვა გამოცემა ვარაუდობს, რომ შესაძლოა მას გამოყენებული ჰქონდეს რამდენიმე ტიპის არაქირურგიული პროცედურა.

  • "37 წლის ვარ და არასდროს გამიკეთებია ბოტოქსი" - რა არის სახის ტეიპი და რა დადებით თვისება ახასიათებს მას 

როგორ შეიძლება ენ ჰეთუეის მსგავსი შედეგის მიღწევა? 

სავარაუდო პროცედურები, რომლებზეც საუბრობენ მედია და ექსპერტები:

  • ბოტოქსი და ფილერები

რამდენიმე პლასტიკური ქირურგი ვარაუდობს, რომ ჰეთუეის შუბლისა და თვალის ირგვლივ კანზე ნაკლებად ჩანს ნაოჭები, რაც შესაძლოა ბოტოქსის შედეგი იყოს. ტუჩებისა და ლოყების მსუბუქი სავსე ფორმა შესაძლოა მიუთითებდეს ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებულ ფილერებზე.

  • " წელიწადში რამდენჯერმე ვიტარებ ამ პროცედურას, რომელიც ძალიან კარგად უვლის კანს" - ირინა ონაშვილის სილამაზის რეცეპტი 

ფილერის "კვალს" ამჩნევენ ყბის არეალშიც - იდეალური, სიმეტრიული და გლუვი ფორმები მის სახის ოვალს თვალისმომჭრელს ხდის. 

  •  კანის ლაზერული განახლება (Laser resurfacing)

მის კანს ახასიათებს გლუვი ტექსტურა და ერთგვაროვანი ტონი, რაც ხშირად მიიღწევა ლაზერული ან სხვა აპარატული პროცედურებით.

  • Microneedling ან RF-ლიფტინგის არაინვაზიური მეთოდები

ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და კანზე ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას.

  • კანის მოვლის მაღალი ხარისხის რუტინა

ენ ჰეთუეი ყოველთვის უსვამდა ხაზს, რომ დიდ ყურადღებას უთმობს თავის მოვლას: მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებას, ჯანსაღ კვებას, საკმარის ძილს და კანის ყოველდღიურ რუტინას.

  • მარიამ გეგუჩაძის რჩევები წონის კლებასთან დაკავშირებით - რა არის OMAD დიეტა? 

anne