"ყველა ჩემი შვილი მიყვარს" - რობერტ დე ნირო ტრანსგენდერ ქალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს - Marao

"ყველა ჩემი შვილი მიყვარს" - რობერტ დე ნირო ტრანსგენდერ ქალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

2025-05-05 12:22:22+04:00

რობერტ დე ნირო ამბობს, რომ თავის ტრანსგენდერ ქალიშვილს მხარს უჭერს:

მსახიობმა ჟურნალ Variety-სთან საუბრისას თავისი შვილიც ახსენა: "აარონი მიყვარდა და მხარს ვუჭერდი, როცა ჩემი ვაჟი იყო, ახლა კი აირინიც მიყვარს და მხარს ვუჭერ, როგორც ჩემს ქალიშვილს. ვერ ვხვდები, დიდი ამბავი რა არის. ყველა ჩემი შვილი მიყვარს," — აღნიშნა დე ნირომ.

აირინი დე ნიროსა და ამერიკელი მსახიობისა და მოდელის, ტუკი სმითის შვილია.

  • "დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო, ეგზოტიკური გარეგნობით, მაგრამ როგორც დედა - ტოქსიკური იყო" - რას იხსენებს ია ფარულავა წარსულიდან და როგორია მისი განვლილი გზა 

"ვუყურებ ტრანსგენდერ ქალებს, რომლებიც გულწრფელები და ღიები არიან საჯარო სივრცეებში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, ვხედავ მათ წარმატებას და ვფიქრობ, რომ არც ჩემთვისაა გვიანი... არცერთი მშობელი არაა იდეალური, მაგრამ მადლიერი ვარ, რომ ჩემმა ორივე მშობელმა გაითვალისწინა ჩემი თხოვნა ყურადღების ცენტრიდან გარიდების შესახებ. ისინი მუდამ ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნორმალური ცხოვრება მქონოდა,"  - განაცხადა აირინმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • „მთავარი საკუთარი გზის პოვნაა, რადგან სწორედ  საკუთარ თავთან საერთო ენის მოძიებას  შეუძლია ნამდვილად ბედნიერი გაგვხადოს” - თანამედროვე კინოს ლეგენდის, მერილ სტრიპის ცხოვრების გზა 

რობერტ დე ნირო

რობერტ დე ნირო დაიბადა 1943 წლის 17 აგვისტოს, ნიუ-იორკში, ამერიკელი მხატვრების ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ: მამა – რობერტ დე ნირო (უფროსი), დედა – ვირჯინია ედმირალი. დე ნიროს მამა იტალიელ-ირლანდიელი კათოლიკე ემიგრანტების შთამომავალი იყო, ხოლო დედა — გერმანელ-ჰოლანდიელი პრესვიტერიანელი წინაპრების შთამომავალი, ათეისტი. მისი დიდი ბებიები ფერაზანოდან კამპობასოს პროვინციაში, მოლიზეში გადასახლებული ემიგრანტები იყვნენ. მისი დიდი ბებია და პაპა, ჯოვანი დე ნირო და ანგელინა მერკურიო, ამერიკაში ფერაძანოდან (კამპობასოს პროვინცია, მოლისი) ჩამოვიდნენ, ხოლო ბებია (მამის მხრიდან), ირლანდიელი ემიგრანტი ედვარდ ო-რილის შვილიშვილი იყო. დე ნიროს უთქვამს, რომ ის საკუთარ თავს უფრო მეტად მის იტალიელ წინაპრებს მიაკუთვნებს, ვინემ დანარჩენებს.

  • 80 წლის დე ნიროს ამაღელვებელი კადრები 10 თვის ქალიშვილთან ერთად 

დე ნირო არის ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი, ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტრიბეკას კინოფესტივალის დამფუძნებელი. თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობადაა აღიარებული , განსაკუთრებით ცნობილია შავი სამყაროს განგსტერების, კონფლიქტური ხასიათების როლებითა და მრავალწლიანი თანამშრომლობით კინორეჟისორ მარტინ სკორსეზესთან. სახელი გაითქვა ფილმებით: „ნათლია II“, „ტაქსის მძღოლი“, „ცოფიანი ხარი“, „დიდებული ბიჭები“ და „ხელშეუხებლები“.