2025 წლის 5 ყველაზე ლამაზი ქალი: People ახალ სიას აქვეყნებს - Marao

2025 წლის 5 ყველაზე ლამაზი ქალი: People ახალ სიას აქვეყნებს

2025-05-05 13:58:21+04:00

ჰოლივუდი ყოველდღე უფრო და უფრო ლამაზი ხდება - ამის მომსწრე კიდევ ერთხელ დღეს ღამით, Met Gala-ს საღამოზე გავხდებით, მანამდე კი  ჟურნალი PEOPLE  ამ წლის სილამაზის სამყაროს გამორჩეული მომენტების სიას აქვეყნებს:

  • ბედნიერების წელი: რომელი ცნობილი ვარსკვლავის ქორწილია მოსალოდნელი 2025 წელს 

საბრინა კარპენტერის რეტრო გლამური 

sabrina

კარპენტერის სამსახიობო დებიუტი შედგა კრიმინალურ სერიალში "სამართალი და წესრიგი: სპეციალური მსხვერპლთა განყოფილება" და პირველად მიიღო აღიარება სატელევიზიო სერიალში "გუდვინის თამაშებში" .

25 წლის პოპ-ვარსკვლავმა თავისი მბზინავი ვარდისფერი ლოყებით, დრამატული ლაინერითა და ფუმფულა ქერა კულულებით ყველა ასაკის გოგონა შთააგონა.

სელენა გომესი + ბენი ბლანკო

selena

  • "მან შეძლო საზღვრების გადალახვა და გახდა სხვებისთვის სინათლის წყარო" - ტეილორ სვიფტი "წლის ადამიანი' გახდა: როგორ შეძლო 34 წლის მუსიკოსმა მსოფლიო აღიარების მოპოვება 

მომღერალი და მსახიობი სელენა გომესი პროდიუსერ ბენი ბლანკოზე დაინიშნა. წყვილმა ნიშნობა 2024 წლის დეკემბერში გამოაცხადა და ინტიმური ფოტოები გააზიარა. თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან დეტალებს მათი მომავალი ქორწილის შესახებ.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გლამურისკენ სწრაფვა 

olimpic

აშშ-ის ნაკრების საუკეთესო სპორტსმენებმა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თავიანთი სილამაზით დიდი წარმატება მოიპოვეს.

პამელა ანდერსონი მაკიაჟის გარეშე

pamela

 ოდესღაც ცნობილი თავისი ძლიერი და მომხიბვლელი იმიჯით, პამელამ გადადგა ნაბიჯი და დაშორდა თავის საჯარო პერსონას, რომელიც მის გარშემო იყო აგებული. მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჯაროდ მაკიაჟის გარეშე გამოჩენილიყო. 

პამელასთვის ეს იყო არა მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება, არამედ უფრო ღრმა, უფრო პიროვნული ტრანსფორმაცია - ავთენტურობის აღდგენა  და მისი ბუნებრივი "მეს" მიღება.

„მინდა, გავაგრძელო საკუთარი თავისთვის გამოწვევების დასახვა, გავაკეთო ისეთი რაღაცები, რაც შემცვლის და გამზრდის. მინდა გავიგო, რისგან ვარ შექმნილი. ამ დროისთვის ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამომივლენია ჩემი შესაძლებლობები და არ მიმიღწევია ჩემი სიღრმეებისთვის.“

ტეილორ სვიფტის ბრჭყვიალა ჭორფლები 

taylor

  • ვინ არის 2024 წლის TOP 10 ყველაზე ლამაზი ქალი მთელ მსოფლიოში - კვლევა, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა 

ტეილორ ელისონ სვიფტი 1989 წელს პენსილვანიის შტატის ქალაქ ვიემისინგში დაიბადა. მამამისი საბირჟო ბროკერად მუშაობდა, ხოლო დედა დიასახლისი იყო. მე-4 კლასში ტეილორმა პოეზიის კონკურსზე გაიმარჯვა, რომელსაც „მონსტრი ჩემს კარადაში“ (Monster In My Closet) ერქვა; ხოლო 12 წლის ასაკში მან დაიწყო სიმღერების წერა და კარაოკე-ფესტივალებზე გამოსვლა, რომლებიც მის მშობლიურ ქალაქში იმართებოდა. 12 წლის ტეილორმა დაწერა 350-გვერდიანი პოემა, რომელიც დღემდე არ გამოქვეყნებულა.

2021 წლის მაისში სვიფტს მიენიჭა Global Icon-ის ჯილდო Brit Awards-ის მიერ, რითაც გახდა პირველი ქალი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო, ხოლო მოგვიანებით მან მიიღო მუსიკალურ გამომცემელთა ეროვნული ასოციაციის მიერ შექმნილი Songwriter Icon award-ი მუსიკაში მისი გავლენისთვის.