"ჩემპიონობისთვის დაიბადე, ჩემო სიყვარულო" - რა ფოტოებს აქვეყნებს ნიცა თავაძე - Marao

ემოციური მილოცვა მეუღლისგან და ფოტოები: რას წერს ნიცა თავაძე, როგორც ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე დიდი გულშემატკივარი

2025-06-02 12:09:56+04:00

"პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო - 5 უპასუხო გოლი გაუტანა იტალიის ვიცე-ჩემპიონ "ინტერს" და ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს დაეუფლა.

ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. 

nitsa

nitsa

ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი

წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.

  • ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ახალი ეტაპის, პარიზული ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ: “მართალი გითხრათმ ეს რაღაც წარმოუდგენელია... როცა ოჯახი გყავს, რომელიც შენთან ერთად ცხოვრობს, სიმშვიდე მნიშვნელოვანია“ 

ნიცა თავაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როცა კვარაცხელია რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილი ურთიერთობა ტრადიციულად განვითარდა - სიყვარული ქორწინებით დაგვირგვინდა. 

 2023 წლის 15 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელია იტალიიდან საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. ფეხბურთელმა კვიპროსის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, 16 ოქტომბერს კი რჩეულზე იქორწინა. 

  • ხვიჩა და პატარა დამიანე - ნიცა თავაძე მამა-შვილის ფოტოს აქვეყნებს 

წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.

ნიცა თავაძეს მედიასთან გამოჩენა არ უყვარს და არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი - ნიცამ 2022 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო, თუმცა მალევე მოუწია ქვეყნის დატოვება და მომავალ მეუღლესთან ერთად იტალიაში წასვლა.

  • "რა ლამაზები ხართ" - ნინი კვერნაძისა და ბუდუ ზივზივაძის ფოტო დიდ მოწონებას იმსახურებს 

“ნიცა სამედიცინოს სტუდენტია, რომელიც ამიერიდან ნეაპოლში ცხოვრობს და სწავლას იტალიაში აგრძელებს. ნიცა მუდამ კვარას გვერდითაა. აი ასეთი გოგოა ნიცა, ხვიჩას სულ ამხნევებს და მუდამ სტადიონზეა. სასიხარულოა როცა ფეხბურთელს ასეთი მეორე ნახევარი ჰყავს და მასთან ერთად უხარია გუნდის წარმატება. ნიცას საქციელი მართლაც დასაფასებელია” – წერდა ერთ-ერთი იტალიური მედია ჯერ კიდევ მაშინ, როცა კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელი იყო.