პსჟ-ს ქომაგებმა ლუის ენრიკეს გარდაცვლილ შვილს პატივი მიაგეს.
"ფიზიკურად ის აღარ არის ჩვენთან, მაგრამ სულიერად ყოველთვის ჩვენთანაა. ყოველდღე ვსაუბრობთ მასზე, ვიცინით და ვიხსენებთ, რადგან მჯერა, რომ ხანა გვიყურებს"
ლუს ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი 2019 წლეს გარდაიცვალა.

„ჩვენი ქალიშვილი ქსანა ოსტეოსარკომასთან ხუთთვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მადლობას ვუხდით ყველას ამ თვეების განმავლობაში გამოჩენილი სიყვარულისთვის და ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებისთვის. მადლობას ვუხდით საავადმყოფოების პერსონალს მათ მიერ გამოჩენილი მზრუნველობისთვის. მადლობა ექიმებს, მედდებსა და ყველა მოხალისეს. ქსანა, მოგვენატრები. ყოველთვის გვემახსოვრები და იმედს ვიტოვებთ, რომ ისევ შევხვდებით“, - დაწერა მაშინ ლუის ენრიკემ.
ელენა კულელიზე ლუის ენრიკემ 1997 წელს იქორწინა. ის ესპანელია და პროფესიით ეკონომისტი. ელენა მედიისგან ყოველთვის შორს იჭერდა თავს, თუმცა იმ დროს გამოჩნდა საზოგადოებაში, როდესაც მათი ქალიშვილი მძიმე სენით დაავადდა. ენრიკესა და ელენას კიდევ ორი შვილი ჰყავთ.
"ჩემი ქალიშვილი ჩვენთან 9 შესანიშნავი წელი ცხოვრობდა. ჩვენ ათასობით ლამაზი მოგონება გვაქვს. შესაძლოა ვინმემ მკითხოს, თავი ბედნიერად უნდა ვიგრძნო თუ არა. მე ვამბობ - თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ძალიან.
დედაჩემი ვერ თმობდა ჰანას ფოტოსურათებს. ერთხელ ვკითხე, რატომ არ დევს ფოტოები. მითხრა, ვერ ვუძლებ. ვუთხარი - ჰანა ცოცხალია. არა ფიზიკურად, მაგრამ სულიერად. ჩვენ ყოველდღე ვლაპარაკობთ მასზე, ვიხსენებთ და ვიცინით. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენ გვხედავს.“

ლუის ენრიკე
ლუის ენრიკე ესპანელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელია. იგი 2023 წელს „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. 1991 წლის ზაფხულში ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი მადრიდის „რეალთან“, რომლის შემადგენლობაში გატარებული წლების განმავლობაშიც ენრიკემ პირველი საკლუბო ტიტულები მოიპოვა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილიც საიმედოდ დაიმკვიდრა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ლუის ენრიკემ მონაწილეობა სამ მსოფლიო ჩემპიონატში (1994, 1998 და 2002) და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატში მიიღო. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 62 მატჩში 12 გოლი გაიტანა.