ცოტა ხნის წინ რუსი მომღერალი, ალა პუგაჩოვა 76 წლის გახდა. ის 1949 წლის 15 აპრილს დაიბადა, კარიერა კი 1965 წელს დაიწყო და დღემდე ბევრისთვის საყვარელი მუსიკოსია. ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე, კომიკოსი მაქსიმ გალკინი ეწინააღმდეგებიან რუსეთის პოლიტიკას, მის აგრესიასა და შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ, მათ დატოვეს რუსეთი და ახლა ტყუპებთან ერთად კვიპროსზე ცხოვრობენ.
76 წლის იუბილე ალა პუგაჩოვამ სწორედ კვიპროსზე აღნიშნა. მისი ფოტოები მისმა მეუღლემ გააზიარა.
"ახალი ფოტოები გამომწერების თხოვნით!" - წერდა მაქსიმი პუბლიკაციის ქვეშ.
ალა პუგაჩოვა კამერების წინ იშვიათად ჩნდება - მედია ხშირად წერს მისი ჯანმრთელობის შესახებ, თუმცა თავად მომღერალი ამის შესახებ არასდროს საუბრობს. მის ბოლო გამოჩენას დარია იურევის სილამაზის სალონის გახსნაზე უამრავი კომენტარი მოჰყვა - წერენ, რომ მას სახე იმდენად აქვს გადაჭიმული,რომ მისმა ყურებმა დეფორმაცია განიცადა.
ფოტოებზე ალა პუგაჩოვა შესანიშნავად გამოიყურება, აცვია ღია ფერის პერანგი და ჯინსი. მისი მაკიაჟი და ვარცხნილობა კი ახალგაზრდული და მომხიბვლელია. მიუხედავად ამისა, პლასტიკური ქირურგი ჯანეტ ალიევა ამბობს, რომ მას სახის მესამედზე ჩატარებული აქვს კანის დაჭიმვის პროცედურა, რისი მიზანიც გაახალგაზრდავება და ასაკის მოკლებაა. პუგაჩოვას სახეზე გაკეთებული აქვს ფრონტოტემპორალური ლიფტინგი. ამის წყალობით მისი წარბებისა და შუბლის არე გათავისუფლებულია ზედმეტი კანისა და ნაოჭებისგან.
ალა პუგაჩოვას ასევე ჩატარებული აქვს პლატიზმოპლასტიკი, რისი წყალობითაც გასწორებულია ყელის ნაოჭები და მოშვებული კანი.
ყველა ამ პლასტიკური ჩარევის გამო, ალა პუგაჩოვა 76 წლის ასაკში ახალგაზრდულად და მომხიბვლელად გამოიყურება. პლასტიკური ქირურგების შეფასებით, მისი სახე კვლავ ინარჩუნებს პროპორციულობას და ზედმიწევნით იმეორებს ბუნებრივ კონტურებს.
სიახლეები რატომ ცხოვრობს 75 წლის ალა პუგაჩოვა მარტო კვიპროსზე: "ბავშვები ლონდონში სწავლობენ, მაქსიმი მოგზაურობს..."ავტორი: marao.ge | 14:56 / 04-02-2025გააზიარე: მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა რუსული შოუბიზნესის გამორჩეული ფიგურები არიან.
ალა პუგაჩოვა საბჭოთა და რუსული ესტრადის პრიმადონად ითვლება, რომლის კარიერა 1960-იანი წლიდან იწყება. იგი ცნობილია მრავალი ჰიტით და დღემდე სარგებლობს პოპულარობითა და სიყვარულით.
მაქსიმ გალკინი კომიკოსი, ტელეწამყვანი და იმპრესიონისტია, რომელმაც პოპულარობა 2000-იან წლებში მოიპოვა. იგი ცნობილია თავისი იუმორისტული ნომრებითა და სატელევიზიო შოუებით.
მათი ურთიერთობა 2001 წელს დაიწყო, ხოლო 2011 წელს დაქორწინდნენ. 2013 წელს სუროგაციის გზით შეეძინათ ტყუპები - ლიზა და ჰარი.
2022 წელს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ოჯახი რუსეთიდან ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. გალკინმა ისრაელში საკონცერტო ტურნე გამართა, ხოლო მათი შვილები სწავლას ადგილობრივ სკოლაში აგრძელებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მედიაში მათი დაშორების შესახებ ჭორები ვრცელდებოდა, ამის ოფიციალური დასტური არ არსებობს. ოჯახი მანამდე აგრძელებდა ისრაელში ცხოვრებას, სანამ იქ სამხედრო მოქმედებები დაიწყებოდა. მას შემდეგ ალა და გალკინი შვილებთან ერთად კვიპროსზე, ლიმასოლში გადავიდნენ, სადაც სახლი პანდემიის დაწყებამდე შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ყველა წევრმა ევროპული პასპორტი მიიღო, მშობლებმა ბავშვებისთვის შესაფერისი სკოლა კვიპროსზე ვერ იპოვეს და სასწავლელად ლონდონში გაუშვეს.
იმის გამო, რომ გალკინი ხშირად მოგზაურობს და აწყობს კონცერტებს სხვადასხვა ქვეყანაში, ალას ლიმასოლში თითქმის მარტო უწევს ცხოვრება. მისთვის ეს კლიმატი შესაფერისი არ არის და, როგორც მედია წერს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს...