ჯერ კიდევ არსებობს მითი იმის შესახებ რომ, თითქოს 50 წლის შემდეგ ახალი მიზნების დასახვა, პროფესიული ან პირადი ცხოვრების შეცვლა შეუძლებელია ან უბრალოდ არ ღირს. თუმცა რეალობა სხვანაირია - სწორედ ამ ასაკში უამრავმა ქალმა მოახერხა საკუთარი თავის თავიდან აღმოჩენა და ცხოვრების ახლიდან დაწყება. მათთვის ასაკი მხოლოდ ციფრები გამოდგა და ახალი ენერგიით და შემართებით შეუდგნენ თავის წარმოჩენას.
ჯულია ჩაილდი იქცა კულინარიის სიმბოლოდ იმ დროს, როცა ბევრს უკვე გვიანი ეგონა ახალი საქმის დაწყება. 36 წლის იყო, როცა პირველად პარიზში მოხვდა და გაიგი რა არის ნამდვილი ფრანგული სამზარეულო. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი.
ჯულია ჩაილდი 50 წელზე მეტის იყო, როცა მისი კულინარიული კარიერამ მოულოდნელად იფეთქა. მან გამოაქვეყნა თავისი ლეგენდარული წიგნი "Mastering the Art of French Cooking", რომელიც სამზარეულოში რევოლუციის სიმბოლოდ იქცა. ეს წიგნი გახდა ამერიკის სამზარეულოს სახე, სწორედ ამ მომენტიდან იწყება მისის ვარსკვლავური კარიერა.
მალევე ჯულიამ წამოიწყო თავისი სატელევიზიო შოუ “The French Chef” და იქცა პირველ ქალად, ვინც ამარიკულ ეთერებში ქალის პროფესიონალიზმი სამზარეულოში ნორმად აქცია
ის გახდა ეროვნული ტელევარსკვლავი მას შემდეგ, რაც ბევრისთვის წარმოუდგენლად მიიჩნეოდა.
ვერა ვანგი მოდის სამყაროში გვიან მოვიდა - იმ ასაკში, როცა ბევრს სჯერა რომ მისი პროფესიული პოტენციალი ამოწურულია.
ვერა 40 წლის იყო, როცა პირველი საქორწილო კაბა შექმნა. მანმდე კი ის იყო პროფესიონალი მოციგურავე, შემდეგ კი Vogue-ს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა რედაქტორი. თუმცა 17 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ჟურნალს თავი დაანება და მოდის დიზაინში გადაინაცვლა.
პირველი ბუტიკი 1989 წელს ნიუ-იორკში გახსნა.
ჰაფინგტონს პოსტის დამფუძნებელი და მედია იმპერიის ლიდერი არიანა ჰაფინგტონი 50 წლის შემდეგ მიხვდა, რომ ძალა მარტო კარიერაში არ არის. მან გადააფასა ცხოვრების რიტმი და დაიწყო საუბარი გადაღლილობაზე, ძილის ხარისხსა და თვითზრუნვაზე. მისი გამოცდილება გვასწავლის, რომ ცხოვრების რადიკალურად შეცვლა ყოველთვის შესაძლებელია - მაშინაც კი, როცა ყველას ჰგონია, უკვე მოწესრიგებული ცხოვრება გაქვს.
ბრიტანელი მომღერალი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოხიბლა, სიუზან ბოილი, პირველად 47 წლის ასაკში გამოჩნდა დიდ სცენაზე და 50-ის შემდეგ ჩაწერა მილიონობით გაყიდვადი ალბომი. მან დაანგრია სტერეოტიპები იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს „ვარსკვლავი“, როდის უნდა დადგეს სცენაზე.
2009 წელს სიუზანიმა მიიღო მონაწილეობა შოუში “Britain’s Got Talant” - მის ასეთ შესრლებას არავინ ელოდა, თავდაპირველად მაყურებელსა და ჟიურის რეაქცია ცინიუკური იყო, მაგრამ როგორც კი სიმღერა I Dreamed a Dream” იმღერა ყველაფერი შეიცვალა.
მის გამოსვლამ Youtube-ზე, რამდენიმე დღეში 100 მილიონზე მეტი ნახვა დაიმსახურა.
მართა სტიუარტი დღეს ასოცირდება ყველა იმ თემასთან, რომელიც თანაბრად ეხება სილამაზე, ორგანიზებულობას, გემოვნებას და მეწარმეობას. ის გახდა სახლის დიზაინის, კულინარიის სახე.
მართა სტიუარტი 30-იან წლებში „წარმატებულ ქალაქდ“ მიიჩნეოდა, რადგან იყო მოდელი, შემდეგ საბირჟო მაკლერი, მაგრამ მისი კარიერული აღმასვლა 50 წლის შემდეგ დაიწყო, როცა გამოსცა წიგნი „Entertaining” დიზაინისა და გემოვნების შესახებ. ამის შემდეგ უკვე შექმნა სატელევიზიო შოუები და დაარსა საკუთარი კომპანია.
ტონი მორისონი იყო ქალი, რომელმაც შავკანიანი ამერიკელი ქალის გამოცდილება მსოფლიო ლიტერატურის ცენტრში მოაქცია. მისი ტექსტები მტკივნეული და ნამდვილი ისტორიებითაა შექმნილი.
1987 წელს, 56 წლის ასაკში, მან გამოაქვეყნა რომანი „Beloved”, რომელიც რეალურ ისტორიას ეფუძნება, მონობაშ დაბადებული ქალი, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის.
ეს წიგნი იქცა არა მხოლოდ ლიტერატურის შედევრად, არამედ ამერიკული კულტურის გარდამქმნელ ნაწილად.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი, გლობალური გავლენის მქონე ეკონომისტი – კრისტინ ლაგარდი თავისი კარიერის პიკს მიაღწია 50-ის შემდეგ. მან დაარწმუნა მსოფლიო, რომ ქალი ლიდერები საჭირო და ძლიერები არიან ნებისმიერ ეტაპზე.
49 წლის იყო, როდესაც დაინიშნა საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრად, ხოლო 52 წლის ასაკში უკვე ქვეყნის ფინანასთა მინისტრი გახდა. ის იყო საფრანგეთის პირველი ქალი ფინანსთა მინისტრი.
ლეგენდარულმა ქართველმა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ 50 წლის შემდეგ გადაიღო თავისი კარიერის მაღალხარისხიანი ფილმები, როგორიცაა „მე ვხედავ მზეს“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.
ლანა მხოლოდ ხელოვნების წარმომადგენელი არ იო. მა საკუთარი ძალები პოლიტიკაშიც მოსინჯა. 1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი.1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთობა“.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ სიით.
შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობაში გადაიონაცვლა. 1999 წლიდან იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ევროპის საბჭოში. 2004 წელს კი საფრანგეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
ნონა გაფრინდაშვილი, ქალი, რომელმაც მსოფლიო ჭადრაკი შეცვალა. პირველი ქალი, ვინც ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიიღო. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, 20-ზე მეტი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი, ჭადრაკის „ოსკარის“ ლაურეატი და საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი. საუკუნის საუკეთესო ქართველი ქალი სპორტსმენი, რომლის სახელი სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი.
ნონა 50 წლის შემდეგაც აგრძელებდა ინტელექტუალურ ბრძოლას და გამრჯვებითაც ასრულებდა ამ ყველაფერს. ნონას ცხოვრება მაგალითია, რომ გონებრივი ძალა ნებისმიერ ასაკში მუშაობს და იბრძვის.
ლამარა აბჟანდაძე 90 წელს გადაცილებული ბლოგერია. სპეციალობით პედაგოგია, მათემატიკის მასწავლებელი იყო.
"ადამიანმა ბარიერი საკუთარ თავს არ უნდა შეუქმნას. არ უნდა იფიქრო არცერთ ასაკში, რომ უნდა გაჩერდე − მაშინ მართლაც დამთავრდება ყველაფერი. ვიცი, რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია და მინდა, გავაკეთო. მე კიდევ მინდა სიცოცხლე და განვითარება."
ლამარამ სიბერეშ დაიყწო სოციალური ქსელების გამოყენება, მაშინ, როცა ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ხალხს აშინებს. ლამარა არ შეუშინდა ტექნოლოგიებს და პირიქით სცადა ახალი ცხოვრების წესისთვის ფეხი აეწყო.