"ამერიკული თავგადასავალი" - შორენა ბეგაშვილი ნიუ-იორკიდან ახალ კადრებს აქვეყნებს - Marao

"ამერიკული თავგადასავალი" - შორენა ბეგაშვილი ნიუ-იორკიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

2025-08-04 10:29:34+04:00

ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელი შორენა ბეგაშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებს. შორენა გამომწერებს არაჩვეულებრივი კადრებით ანებივრებს, რომლებმაც მალევე დაიმსახურა გულშემატკივრების მხრიდან დადებითი კომენტარები. 

shorena_begashvili

shorena_begashvili

shorena_begashvili

  • "იცით, ეს რომელი კაბაა?" - ევა ბარბაქაძის განსაკუთრებული კაბა დედის, შორენა ბეგაშვილის დაბადების დღეზე 

შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილი 1982 წლის 8 ივლის, ქალაქ რუსთავში დაიბადა. მან დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.

შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.

shorena_begashvili

  • პატარა სათამაშო, რომელიც 150,000 დო­ლა­რად გაიყიდა - მსოფლიო ტრენდი და ქართველი ვარსკვლავები "labubu"-ს აქსესუარით 

შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი ეხება მისი და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, დავით მუხრანელის რომანს.

შორენა ბეგაშვილისა და "კანონიერი ქურდის", ლაშა ბარათელის ურთიერთობის შესახებ საზოგადოება ასევე ბევრს საუბრობდა,  შორენამ კარანტინის პერიოდი სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ესპანეთში გაატარა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. წყვილი დაშორდა და მას შემდეგ შორენა პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ერიდება. 

  • შორენა ბეგაშვილის ძვირადღირებული ჩანთების კოლექცია: TOP 10 ჩანთა მსახიობის გარდერობში 

შორენა ბეგაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს, როცა ევა მაღალი სართულიდან გადავარდა და სიკვდილს სასაწაულებრივად გადაურჩა, შორენა ბეგაშვილს რთული პერიოდის გავლა მოუწია, თუმცა დღეს დედა-შვილი ერთად და ბედნიერად ცხოვრობს. ევა უკვე სტუდენტია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. შორენა ბევრს მოგზაურობს, კადრებს კი ერთგულ გამომწერებსაც უზიარებს.