მარიამ მუზაშვილი - ქართული სიმღერის მარგალიტი: გაიცანით უფრო ახლოს პატარა მომღერალი, რომელმაც „რანინაში“ ფურორი მოახდინა - Marao

მარიამ მუზაშვილი - ქართული სიმღერის მარგალიტი: გაიცანით უფრო ახლოს პატარა მომღერალი, რომელმაც „რანინაში“ ფურორი მოახდინა

2025-10-14 13:24:39+04:00

საბავშვო მუსიკალურ პროექტს „რანინა“ ჩვენს ქვეყანაში ბევრი მაყურებელი ჰყავს - პატარა ნიჭიერი მომღერლების მოსმენა მართლაც ერთი დიდი დღესასწაულია. მით უფრო, რომ სეზონიდან-სეზონამდე მაყურებელს დაუჯერებლად ნიჭიერი, მუსიკალური და საოცარი ბავშვების ხილვის შესაძლებლობა აქვთ.

პროექტში რომ ყველა ბავშვი გამორჩეულია, ამაზე არავინ დავობს. ჩვენ ვეცდებით, ყველა მათგანი გაგაცნოთ. მოდი, დავიწყოთ მარიამ მუზაშვილით. 

ranina

"რანინა" - მარიამ მუზაშვილი 

მარიამ მუზაშვილი 10 წლისაა, ცხოვრობს თბილისში. უყვარს მათემატიკა და ხატვა. უკვე 2 წელია, რაც უკრავს პიანინოზე: „რომ დავჯდები ინსტრუმენტთან, შემდეგ ვეღარ ვშორდები ხოლმე“, - ასე ამბობს პატარა მომღერალი. 

  • "ყოველ ჯერზე ვეუბნები - დედა, არ წახვიდე, მე აქ მჭირდები" - ანდრია ფუტკარაძის სიმღერა ემიგრანტ დედას და გამარჯვება "საბავშვო ევროვიზიაზე"

მარიამი ფიქრობს, რომ მშვიდი და წყნარი ადამიანია, მაგრამ ზოგჯერ ცელქობაც უწევს. სურს, რომ მომღერალი ან მსახიობი გამოვიდეს, მაგრამ, ამის პარალელურად, ექიმობაზეც ფიქრობს. საბოლოო არჩევანი კი ჯერ არ გაუკეთებია. 

„მიხარია, როცა ადამიანებს ვახარებ, სიკეთეს ვაკეთებ“, - ამბობს მარიამ მუზაშვილი. 

  • "ასე მღერიან ამ ქვეყანაში!" - მათე მარტიაშვილის შესრულება, რომელმაც საზოგადოება აღაფრთოვანა

როგორც გითხარით, მარიამი ძალიან მშვიდი ადამიანია და ასევე ძალიან უყვარს სეირნობა მშვიდ ადგილებში. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მისთვის ძალიან სასიამოვნოა კამერების წინ ყოფნა და უყვარს, როცა უღებენ. 

ranina

მარიამის დედა მაიკო დანელიაა, რომელიც შვილის ყველაზე დიდი გულშემატკივარია. „ჩვენი დიდი ოჯახის სიხარულია ეს გოგო“, - ამბობს ის უსაყვარლეს ქალიშვილზე. 

„მარიამი - გოგონა, რომელიც აფრქვევს სიმშვიდეს და ეს სიმშვიდე ყველაზე ვრცელდება. მარიამი ასოცირდება სიტყვა საყვარელთან. სხვანაირად თბილი გული აქვს, მორიდებული, კულტურული ადამიანია და ეს სიმღერის დროსაც ეტყობა. გამორჩეული ბავშვია ამ თვალსაზრისით“, - ასე ახასიათებენ მას პედაგოგები, დავით ცინცაძე და ონისე კახნიაშვილი.

  • "ეს არის საქართველო, ერთიანი, თავისუფალი და მრავალხმიანი" - გაიცანით უფრო ახლოს სანდრო გურგენიძე, რომელმაც "რანინაში" ფურორი მოახდინა

მარიამ მუზაშვილის მიერ ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად შესრულებულმა სიმღერამ „იები“ ნამდვილი ფურორი მოახდინა - ვიდეოს 6 ათასზე მეტი მოწონება, უამრავი გაზიარება და კომენტარი აქვს. მარიამს „ქართული სიმღერის მარგალიტიც“ კი უწოდეს.