მოდელი ლიკა კვარაცხელია ბევრი ქალისთვის მისაბაძი და სამაგალითოა - ის იდეალურ ფორმაშია და თავის მოვლას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი აქვს - გარდა სალონური და კოსმეტოლოგიური პროცედურებისა, ლიკა დიდ დროს უთმობს ვარჯიშს ჯანსაღი ცხოვრების წესს და ამ ყველაფერს ხშირად უზიარეს სხვა ქალებსაც.
ამჯერად ლიკა საკუთარი გამოცდილების შესახებ წერს და ამბობს, რომ 40 წლის შემდეგ, მეტაბოლიზმის შენელების პარალელურად, მნიშვნელოვანია სწორად ვარჯიში:
"როგორც ჩანს, 40+ ამას ვეღარ გაექცევი. 40 წლის შემდეგ ორგანიზმი ნელდება, კუნთის მასა იკლებს, მეტაბოლიზმიც ნელდება. წონებით ვარჯიში კი სწორედ ამას ებრძვის, აძლიერებს კუნთებს, აჩქარებს მეტაბოლიზმს და იცავს ძვლებსაც ოსტეოპოროზისგან", - წერს ლიკა კვარაცხელია და სპორტდარბაზიდან ფოტოებს აქვეყნებს.


ლიკა კვარაცხელია
ლიკა კვარაცხელია მოდელი, ინფლუენსერი და ბიზნესლედია. მას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ლიკა არაჩვეულებრივად გამოიყურება - ძნელი დასაჯერებელია, რომ ის უკვე ორი შვილიშვილის ბებიაა.
ლიკა კვარაცხელიას, სამი შვილი: დათუნა, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ.
ლიკა ასაკის და მიუხედავად ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება. ის კარგი კულინარია და ჯანსაღ და სწორ კვებას დიდ ყურადღებას აქცევს.

ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში მეუღლის გაცნობის ისტორიას იხსენებს და წერს, რომ მომავალმა ქმარმა მის შესახებ ყველაფერი გაზეთის ფურცლებიდან გაიგო. მოდელსა და ცნობილ ფეხბურთელ მურთაზ შელიას 25 წელია ბედნიერი ოჯახი აქვთ. წყვილს სამი შვილი ჰყავს - ანა, ელენე და დათუნა. ანა შელია უკვე ორი შვილის დედაა, მისი მეუღლე, მორაგბე ლაშა ლომიძეა. თავის დროზე Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ლიკა იხსენებდა, რომ 18 წლის უკვე ორი შვილის დედა იყო...
"როგორ გავიცანი ჩემი მეუღლე? - მკითხეს ერთ-ერთ ინტერვიუში. აქ მოვყვები. იყო ასეთი მაღაზია "ჩირაღდანი“, სადაც ოპტიკური სათვალეები იყიდებოდა. ერთ დღეს დედასთან ერთად შევისეირნე სათვალის შესაძენად, ამ დროს, იქვე 27 წლის სპორტსმენიც დასეირნობდა, რომელმაც შემამჩნია და შორიდან მოვეწონე. თბილისში იშვიათად იყო, სანაკრებო პერიოდში ჩამოდიოდა ხოლმე. გაზეთების კითხვა უყვარდა, ახლაც უყვარს. მოკლედ, მეორე დილას გაზეთი "მერიდიანი“ რომ შეიძინა, გადაშალა, ჩემი დიდი ინტერვიუ შეხვდა (1995 წელი იყო ალბათ) სადაც დეტალურად ეწერა ვინ ვარ, რამდენი წლის ვარ, მგონი მისამართიც კი ეწერა. ცხადია, ძალიან მარტივად მიპოვა და გამეცნო.1997 წელს კი დავქორწინდით".