"ის უკვე მოდელია... და მე ვარ ამაყი" - მოდელი ანა ახვლედიანი ქალიშვილის ვიდეოს აქვეყნებს - Marao

"ის უკვე მოდელია... და მე ვარ ამაყი" - მოდელი ანა ახვლედიანი ქალიშვილის ვიდეოს აქვეყნებს

2025-11-24 14:20:44+04:00

მოდელი ანა ახვლედიანი სოციალურ ქსელში ქალიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. პატარა ევა ერთ-ერთი ბრენდის ფოტოსესიაში მონაწილეობს და, როგორც ჩანს, ეს ამპლუა ძალიან მოსწონს. "ის უკვე მოდელია... და მე ვარ ამაყი მენტორი კულისებში", - წერს ანა ახვლედიანი ვიდეოს ქვეშ.

ana_akhvlediani

ana_akhvlediani

ანა ახვლედიანის ოჯახი და კარიერა

ანა ახვლედიანი წარმოშობით ქუთაისიდანაა, დედა კი საბერძნეთიდან ჰყავს. მას წარმატებულ სამოდელო კარიერას ბავშვობიდანვე უწინასწარმეტყველებდნენ, ეს მოლოდინები კი გამართლდა. 

  • "იცოდეთ, არაფერია დაფარული, რაც არ გამოაშკარავდება" - რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი ილია თოფურიასთან დაშორების შემდეგ

თბი­ლი­სის წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ, მო­დე­ლი უკვე ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მო­დი­ო­და და მი­სით პა­რი­ზი­სა და ლონ­დო­ნის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ. 2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კას­ტინგზე 500 გო­გო­ნა­დან ამო­არ­ჩი­ეს. გო­გო­ნა თა­ნამ­შრომ­ლობ­და მო­დის ისეთ გა­მო­ცე­მებ­სა და სა­ა­გენ­ტო­ებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management და სხვ.

ana_akhvlediani

როგორც ანა ამბობს, ბოლო წლების მანძილზე თავი მთლიანად შვილის აღზრდას მიუძღვნა, ახალი კი აპირებს, რომ აქტიურად გააგრძელოს საქმიანობა. დღეს ანა ფოტომოდელობითა და ინფლუენსერობითაა დაკავებული. ის მონაწილეობას არაერთი ცნობილი ბრენდისა თუ კომპანიის სარეკლამო გადაღებაში იღებს. აქტიურია სოციალურ ქსელში და თავის მოვლის შესახებ რჩევებს გამომწერებსაც უზიარებს. 

  • "ყველას ეგონა, რომ ჩემი ყოფილი ქმრის დაფინანსებით მივდიოდი... თავს არავის ვაცოდებ, შესაცოდებელი არაფერი მჭირს" - თამო ვაშალომიძე განქორწინების მიზეზებზე

ცოტა ხნის წინ ანა გამომწერების შეკითხვებს პასუხობდა და ამბობდა, რომ მის მეუღლეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს: 

"5 წელია, აღარ ვაქტიურობ, რადგან 5 წლის წინ შემეძინა შვილი. ამ დროის განმავლობაში შევეცადე, რომ ჩემი თავი მთლიანად მისთვის მიმეძღვნა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბაღში წავიდა და ის თავისუფალი დრო, რაც გამომიჩნდა, რატომაც არ მოვახმარო კარიერას. სამოდელო სფეროში დაბრუნებას აღარ ვაპირებ, იმიტომ, რომ ახალ ეტაპზე ვარ. მაქვს შემოთავაზებები რამდენიმე ბრენდისგან როგორც ინფლუენსერს, ვნახოთ, რა როგორ იქნება მომავალში.

  • "თუ ვინმეს სურვილი ჰქონდა, რომ ჩემი გულის ტკენა გამოეწვია, გამოუვიდა, მაგრამ..." - თიკა ჯამბურია კრიტიკოსებს მიმართავს

უამრავი კითხვა შემომდის იმის შესახებ, თუ სად არის ჩემი მეუღლე. სად არის და მუშაობს, სად უნდა იყოს?! გვიან მოდის სახლში, საშინლად არ უყვარს არც ფოტოების გადაღება, არც ვიდეოს გადაღება. მეტი რა გითხრათ..." - ამბობდა მოდელი.