"უშვილო და, განსაკუთრებით, გაუთხოვარი ქალი საქართველოში არის სტიგმა. ეგეთი უვარგისი ხარ, რომ ერთი ვიღაც ვერ იშოვე გვერდზე? ან რა არის, შვილი არ უნდა გყავდეს?
ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ეს ყოველთვის ჩვენი არჩევანია. ვიღაცები მეტყვიან, რომ ცხოვრებამ არ გაუმართლა... ბედისწერის არ მჯერა. რა უცნაურია, ხომ, წესით უნდა მჯეროდეს.
ღვთის განგებულების მჯერა, მაგრამ ეგ ბედისწერა არ არის. ბედი არ მოადგა კარზე და რა შუაშია აქ შენი გადაწყვეტილება. ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ყოველთვის ჩვენი არჩევანია. გვქონდა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, თუმცა ეს არ გავაკეთეთ.
ხშირად ღიად ვამბობ ხოლმე, მე, უშვილო ადამიანს, რატომ მეკითხებით, შვილებს როგორ უნდა მოვეპყროთ. რა ნდობას უნდა იწვევდეს ჩემი რჩევა? შვილები არ მყოლია არასდროს და რა ჭკუას გასწავლით. ვფიქრობ, ჩემი რჩევები პრაქტიკულია“, - ამბობს ცნობილი ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე არაფორმალური განათლების ონლაინ სივრცე -"რეფორმატორის" ინტერვიუში.

თამარ გაგოშიძე ცნობილი ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ფსიქოლოგია. ფართო საზოგადოებამ ის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებით გაიცნო - ის ხშირად წერს პრაქტიკული ხასიათის რჩევებს, საუბრობს და ხსნის საჭირო, აქტუალურ და საინტერესო თემებზე და მის ვიდეოებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვთ.
თამარ გაგოშიძემ დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს, 1980-1983წლებში კი გახდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი სპეციალიზაციით: სამედიცინო ფსიქოლოგია. მალევე გახდა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. პარალელურად კი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგის კათედრის მასწავლებელი.
მოგვიანებით თამარ გაგოშიძემ მუშაობა გააგრძელა პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტში ნეიროფსიქოლოგად. ამასთან ერთად, გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი და ამავე უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი.
მისი კარიერა არაერთ მნიშვნელოვან ეტაპს აერთიანებს:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ნეირო და კოგნიტური ფსიქოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი;
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.
არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ინტერესებია:
თამარ გაგოშიძე არის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "პარკინსონიზმის ნეიროფსიქოლოგიური პრობლემები", დაიცვა 1997 წელს.