" 4-5 კგ თუ მოვიმატე ესე იგი წონა გამექცა...ფილერი ბევრჯერ გამიკეთებია, ბოტოქსიც" - ეკა მამალაძის თავის მოვლის რუტინა - Marao

" 4-5 კგ თუ მოვიმატე, ესე იგი წონა გამექცა...ფილერი ბევრჯერ გამიკეთებია, ბოტოქსიც" - ეკა მამალაძის თავის მოვლის რუტინა

2025-12-17 12:47:46+04:00

"40 წლის ასაკში პატარა ნაოჭი რომ დავინახე, ჩავიხედე და ვიფიქრე, ეს რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რა ვქნა, როგორ ვიქნები. არ მომწონდა, მაგრამ, რაღაც პატარა საშუალებები არსებობდა, რომ ის ნაოჭი დამემალა. არ მიყვარს ტყუილის თქმა, რომ არაფერი გამიკეთებია, რაღაცები გამიკეთებია. კანის ფაქტურა თუ არ მოგდევს, რთულია.

გენეტიკურად ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ნანის და მე კარგი კანის ფაქტურა გვქონდა. ზომიერების შეგრძნება თუ გაქვს, ყველაფერს ეშველება. ძალიან ხშირად ვხედავთ არაბუნებრივ ქალებს. ისე მივდივარ ბუნებრიობასთან, ძალიან რომ ეტყობათ, მე არ მომწონს. 

კვებას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევ, ძალიან მიყვარს გემრიელი ჭამა. ნანი ამ საკითხზე მკაცრად მიდგება, ისეთი თვალებით მიყურებს ღამე თუ ვჭამ, ლუკმას ვერ გადავყლაპავ. ნანი სულ მეუბნება - "არასდროს არ ადგე სუფრიდან "გამძღარი". ეს არასდროს ქონია დედას და ამიტომ ნანი თავის ცხოვრებაში დიეტაზე არასდროს არ ყოფილა. მე კი მომიწია სხვადასხვა დიეტა. ერთი კვირის მეტი ვერ გავძელი დიეტაზე. დავიწყე კალორიების დათვლა. მაგრამ მაინც დავარღვიე და ვერ გავაგრძელე. 4-5 კგ თუ მოვიმატე ესე იგი წონა გამექცა. მიყვარს გემრიელი ჭამა, აი კაცები, რომ ჭამენ და განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. 

სხვადასხვა ესთეტიკურ ჩარევას ვიტარებ. ფილერი ბევრჯერ გამიკეთებია, ბოტოქსიც. ძალიან არაბუნებრივი რომ ხდები, არ მომწონს. პატარ-პატარა ჩარევები იმიტომ მჭირდება, რომ ეკრანზე ჩანს. ცხოვრებაში ვერ აჩნევ, მაგრამ როგორც კი ეკრანზე გამოჩნდები, მაშინვე ამჩნევ" - ამბობს ეკა მამალაძე. 

ცნობილი ქართველი ქალები დედამთილის ამპლუაში: TOP 8 რძალ-დედამთილი განსაკუთრებული ურთიერთობით

mamaladze

ეკა მამალაძე

ეკა მამალაძე 1960 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. მომღერლობაზე არასდროს უოცნებია, თუმცა პროფესიონალური მუსიკალური განათლება ოჯახში აუცილებელი იყო. ტელევიზიაში პირველად 6 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შეასრულა. დიდ სცენაზე გამოსვლა კი 1980-ინი წლებიდან დაიწყო. გამორჩეულია დედასთან ერთად ნამღერი ცნობილი სიმღერები: „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“, „ერთხელ ამამღერე“, „გოგოვ, გოგოვ შავთვალა“, „მეფის ქალი“ და სხვა.

ყოველთვის ინტერესს წარმოადგენდა ეკას პირადი ცხოვრება. მისი პირველი მეუღლე გოგი საყვარელიძე იყო. მათი ურთიერთობა რვა წელს გაგრძელდა, გოგი ორი წელი ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ეკა 26 წლის ასაკში დაქვრივდა და ორი შვილი დარჩა - ლევანი და გოგი.

"18 წლის ასაკში ვიპოვე პირველი სიყვარული. მეგობრების წრეში გადაიკვეთა ჩვენი გზები. სახლში ვთქვი, ეს ადამიანი მიყვარს-მეთქი და გავთხოვდი. ალბათ მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის. არავის გაუხარდება ასეთ ახალგაზრდა ასაკში შვილის გათხოვება. თუმცა, ხდება, რომ შვილი არ გიჯერებს და ვერ ერევი მას. მე გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე, გოგი საყვარელიძე, ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, უკვე დაღვინებული გახლდათ. ძალიან ავადმყოფობდა და გარდაიცვალა. 26 წლის დავქვრივდი და ორი შვილი დამრჩა. ჩემი ბიჭები ნანის გაზრდილია, მათზე დიდი ამაგი აქვს" - იხსენებდა ეკა მამალაძე.

  • TOP 5 ქართველი ქალი, რომლებმაც სიყვარულის საპოვნელად რამდენჯერმე იქორწინეს 

  • TOP 10 ქართველი ქალი, რომლებიც 60+ ასაკის შემდეგაც აქტიურად აგრძელებენ კარიერას 

31 წლის ასაკში ეკას კვლავ ეწვია სიყვარული და მომღერალი ბიოლოგ მერაბ ქუთათელაძეს გაჰყვა ცოლად. მერაბი და ეკა პირველად ერთმანეთს მეგობარმა გააცნო, შემდეგ მათი გზები მოსკოვშიც გადაიკვეთა და რამდენიმე წელში საზოგადოებამ ეკა მამალაძის მეორე ქორწილის შესახებაც შეიტყო.

მალე მომღერალს ოცნების გოგო ეყოლა, 1991 წელს ნატალია ქუთათელაძე დაიბადა. როდესაც ნატალია 12 წლის იყო, ეკა და მერაბი დაშორდნენ. მომღერალს დაშორების მიზეზი არ გაუმხელია. როგორც თვითონ ამბობს, უბრალოდ ასე მოხდა და გადაწყვიტეს, ცალ-ცალკე ეცხოვრათ. ნატალიაზე მშობლების დაშორებას არ უმოქმედია.

 "ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ოჯახის დანგრევა იყო. ეს სტრესი საკუთარმა თავმა გადამატანინა. ასეთ დროს სხვა ვერაფერი გიშველის" - ამბობდა ეკა.