ტელეწამყვანმა სოფო შევარდნაძემ სოციალურ ქსელში შვილთან, 4 წლის ანდრიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. საზოგადოებისთვის ეს კადრი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან სოფო დიდი ხნის განმავლობაში ერიდებოდა პატარა ანდრიას გამოჩენას საჯარო სივრცეში.
როგორც ცნობილია, ტელეწამყვანი ყოველთვის ცდილობდა პირადი ცხოვრების დაცვას. თუმცა ცოტა ხნის წინ მან ამ ჩვევას უღალატა და ანდრია საზოგადოებას გააცნო, რამაც გამომწერებში თბილი და ემოციური გამოხმაურება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ანდრიას მამის ვინაობა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. სოფო შევარდნაძე არასდროს საუბრობს პირად დეტალებზე და ამ თემაზე კომენტარსაც თავს არიდებს.


"მე საჯარო ადამიანად დავიბადე, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. ზედმეტად აქტიურმა ყურადღებამ ასწავლა ჩემს ოჯახს, აეგო არა მხოლოდ საზღვრები, არამედ კედლები, რომლებიც ჩვენ ყველას გვიცავდა. ცხოვრების ასეთი სტილი ჩემს ნაწილად იქცა და დამეხმარა მოგვიანებით, უფრო ძლიერი ვყოფილიყავი. საკმაოდ მყარი ჯავშანი მაქვს, რომელიც ფილტრავს არასაჭირო ინფორმაციას, ენერგიას, ემოციებს.
ახლა ჩემი ოჯახი მაქვს. მე უკვე არა მხოლოდ ქალიშვილი ან შვილიშვილი ვარ. ახლა დედა ვარ. და რაც არ უნდა უნდოდეს ბევრს, გაიგოს მეტი და უფრო ახლოს, მე უბრალოდ ვიცი, რომ ამიერიდან ჩემი შვილისთვის საზღვრების აგება ჩემი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა. ჩვენი საქმე კი ის არის, მათ მივცეთ ეს არჩევანი და დავიცვათ არასაჭირო ყურადღებისგან. თუ ადამიანს, რომელიც ჩემ გვერდით არის, შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ამ უფლებით, ჩემი შვილისთვის მე ვარ ასეთი დამცველი." - amb obda sofo