როგორი იყო თეონა თავართქილაძის დაბადების დღე: ცეკვა, არველაძეების ტრადიციული გართობა და კადრები წვეულებიდან - Marao

როგორი იყო თეონა თავართქილაძის დაბადების დღე: ცეკვა, არველაძეების ტრადიციული გართობა და კადრები წვეულებიდან

2026-04-20 13:25:38+04:00

არველაძეების ოჯახი საქართველოში ყველას განსაკუთრებულად უყვარს, ეს კი არამხოლოდ მათი კარიერული მიღწევების, არამედ განსაკუთრებული იუმორის, სამაგალითო ოჯახისა და გამორჩეული დამოკიდებულების დამსახურებაცაა. 

ცოტა ხნის წინ რეზი არველაძის მეუღლემ, დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ, დაბადების დღე აღნიშნა. როგორც ყოველთვის, ოჯახური შეკრება სიმღერით, გართობითა და ძმები არველაძეების საფირმო ცეკვით დაგვირგვინდა. მშვენიერი იუბილარის სტუმრებმა სოციალურ ქსელში ფოტოები და ვიდეოები გააზიარეს.

  • სოფია არველაძე უკვე დიდი გოგოა - რა ფოტოებს აქვეყნებს მაკუნა ზედაშიძე 

teona-tavartkiladze

teona-tavartkiladze

თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის ოჯახი  

რეზი არველაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძეა, წყვილი უკვე 30 წელია, რაც ერთადაა.

 „ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით. რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა: 

"მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის", - იხსენებდა თეონა.

  • ძმები, გიო და რეზი: ქეთი წიქვაძე შვილების ოჯახურ კადრებს აქვეყნებს 

teona-tavartkiladze

  • პატარა სოფიას სააღდგომო უქმეები: ვატო არველაძისა და მაკუნა ზედაშიძის ოჯახური ბედნიერება 

„სიყვარული სიტყვებით არ იხსნება, ხომ ვერ მოჰყვები, როგორ და რანაირად არის. ვცდილობთ, მაგრამ ამაოდ. ზოგჯერ გამოხედვაში ჩანს, ზოგჯერ - შეხვედრაში, ზოგჯერ - კამათში, მონატრებაში, ყველაფერში. ერთად ვერ მომიყრია თავი და რა ჰქვია, არ ვიცი, მჭადივით არ ცხვება. მნიშვნელოვანია ოჯახში კომფორტის შექმნა და დისკომფორტის თავიდან აცილება. რაღაცები ხომ უნდა დათმო ადამიანმა. იმას არავინ გთხოვს, დათმო ის, რისი დათმობაც შეუძლებელია. ვერავისთან ვერ ვყოფ თეონას სიყვარულს…“ - ამბობდა რეზი არველაძე.