"ჩვენი საკმაოდ გამხდარი და ტრენდული კახა ბაბუ" - ანასტასია ბენდუქიძე მამას იხსენებს - Marao

"ჩვენი საკმაოდ გამხდარი და ტრენდული კახა ბაბუ" - ანასტასია ბენდუქიძე მამას იხსენებს

2026-04-21 11:46:33+04:00

ბიზნესმენ კახა ბენდუქიძეს ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს. ის განათლებით ბიოლოგი იყო. 2007 წლის ბოლოს კახა ბენდუქიძემ დააფუძნა ცოდნის ფონდი, რომელიც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და ESM ბიზნეს სკოლის შერწყმით მან შექმნა თავისუფალი უნივერსიტეტი, ხოლო მოგვიანებით ცოდნის ფონდის მმართველობაში გადავიდა ასევე აგრარული უნივერსიტეტი.

2014 წელს კახა ბენდუქიძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად შვეიცარიაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ექიმმა ფრენის ნება დართო, თუმცა, ლონდონში ჩაფრენის შემდეგ, სასტუმროში შეუძლოდ გახდა და მალევე გარდაიცვალა.

კახა ბენდუქიძეს ჰყავს ქალიშვილი - ანასტასია ბენდუქიძე. ანასტასია თავიდან დედის გვარს ატარებდა, ხოლო ის ფართო საზოგადოებამ კახას გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. ანასტასია დღეს აქტიურად ჩანს ეკრანებზე. ანასტასია დღეს თბილისში ცხოვრობს, ჰყავს ქართველი მეუღლე და წყვილი ორ შვილს ზრდის. 

კახა ბენდუქიძეს 20 აპრილს 70 წელი შეუსრულდებოდა, ამ ფაქტს კი ანასტასია ემოციური პოსტით გამოეხმაურა.

"ჩვენი საკმაოდ გამხდარი და ტრენდული კახა ბაბუ, როგორც ეძახიან ბავშვები, დღეს 70 წლის იქნებოდა", - წერს კახა ბენდუქიძე.

kaxa-bendukidze

  • "5 რამ დამიბარა სიკვდილამდე" - რას იხსენებდა ანასტასია ბენდუქიძე მამის შესახებ 

ანასტასია ბენდუქიძე

ეკონომიკის ექსმინისტრის, კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. ანასტასია სანამ მამის გვარზე ოფიციალურად გადავიდოდა, და ეს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, გონჩაროვას გვარს ატარებდა.

სკანდალური სასამართლო პროცესების შედეგად, რომლებზეც უცხოური მედიაც აქტიურად წერდა, ლონდონის სასამართლოში ანასტასიამ დაამტკიცა, რომ ის მართლაც კახა ბენდუქიძის შვილი იყო და ამის შემდეგ მიიღო კიდეც მემკვიდრეობა.

"18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა. ლონდონში ვიყავით სასტუმროში, შევედი მასთან ოთახში, "ადაპტორი" მჭირდებოდა. რომ მივედი და მომცა, მითხრა, აიღე, შვილოო. მე ვუთხარი, ჰო, შენ ჩემთვის ყოველთვის მამასავით იყავი-მეთქი. მე შენი მამა ვარ, ბიოლოგიურიო. შოკში ჩავვარდი. მეგონა, შენ იცოდიო, მითხრა. არა, არ ვიცოდი-მეთქი. ძალიან ვგავარ მამას. მანამდე არ მიფიქრია, რომ მას ვგავდი, ამ პუტკუნა, ულვაშიან, მელოტ კაცს. ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ვგავარ.

  • "გეფიცებით, ელი ღმერთმა გამომიგზავნა, რომ ჩემში ქალურობა მეპოვა" - ანასტასია ბენდუქიძე 6 თვის შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის 

anastasia-bendukidze

  • "ჩემი ქმარი რომ მომწონს, გასაგებია, ჩემი არჩევანია, მაგრამ ქმრის ოჯახის რომ ასევე მომწონს..." - ანასტასია ბენდუქიძის გულახდილი ინტერვიუ ოჯახსა და მეუღლეზე 

მგონი, ვერ ვხვდებოდი, რამდენი საინტერესო რამე შემეძლო მეკითხა. ვერ ვაფასებდი სათანადოდ ამას. იყო მამაჩემი უბრალოდ და არ ვიცოდი, რაზე შეიძლება დავლაპარაკებოდი, საქართველოს პოლიტიკაზე თუ მსოფლიო განვითარებაზე. რაღაც დებილობებზე ვლაპარაკობდით. საერთოდ არ ვიყავი მზად იმ ცხოვრებისთვის, რომელიც დამიტოვა. 25 წლის ვიყავი, როცა "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი გავხდი და "ცოდნის ფონდის" დირექტორი. 5 რამ დამიბარა სიკვდილამდე:

გამხდარი უნდა ვიყო, ქართული უნდა ვისწავლო, უნდა მივიღო უფრო კარგი განათლება, უნდა მქონდეს ბიზნესი, რომელიც იქნება ჩემთან ახლოს და რომელიც უნდა განვითარდეს თანდათან; უნდა ვიცხოვრო ბედნიერად და ტანჯვის გარეშე გარდავიცვალო", - ამბობდა ანასტასია

ანასტასია ბენდუქიძე ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. მან 2017 წელს  ბიზნესმენ ივანე მხეიძეზე იქორწინა, წყვილმა ქორწილი საბერძნეთში, მეგობრებისა და ახლობლების თანხლებით გადაიხადა. 2020 წელს ანასტასიასა და ივანეს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს, სულ ცოტა ხნის წინ კი ისინი პატარა გოგონას, ლიანას მშობლები გახდნენ.