ფოტოგრაფი კაილა კონორსის ობიექტივში ქართველი მოდელი აღმოჩნდა. კადრში მატილდა გვარლიანია, კადრს მიღმა კი:




ეს არის მატილდას მორიგი წარმატებული თანამშრომლობა მსოფლიოს ნომერ პირველ მოდის სახლთან, სადაც ის პროფესიონალების საერთაშორისო გუნდთან ერთად მუშაობდა.
კაილა კონორსი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახეა, რომლის შემოქმედებაც მოდის ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიული თხრობის ზღვარზე გადის.
წარმოშობით შვეიცარიელმა ხელოვანმა განათლება ლონდონში, ცნობილ Central Saint Martins-ში მიიღო, სადაც ჯერ კურატორობასა და ისტორიას, შემდეგ კი გამოსახულების შექმნის ხელოვნებას (MA in Image Making) დაეუფლა. სწორედ კურატორობის გამოცდილებამ მისცა მას უნარი, რომ ფოტოებს მიუდგეს არა მხოლოდ როგორც კადრებს, არამედ როგორც სრულყოფილ ნარატივებს.
ის წარდგენილია ფოტოგრაფიის კატეგორიაში Hyères Fashion Festival-ზე და მოხვდა Dazed-ის (2024 წლის გაზაფხული/ზაფხული) იმ ნიჭიერ ხელოვანთა სიაში, რომლებსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. რეგულარულად მუშაობს ისეთ გავლენიან გამოცემებთან, როგორიცაა Self Service, Dazed და Rave. მის ერთ-ერთ ბოლო წარმატებად ითვლება Alexander McQueen-ისთვის გადაღებული ფოტოები (Simmonds-ის კრეატიული დირექტორობით).
14 წლის ასაკში მატილდა Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო.
როგორც თავად მოდელი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობს მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა და დღეს მატილდა გვარლიანი უამრავ წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს.
"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა.

15 წლის ასაკში მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear's 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ამან განაპირობა მისი გამოჩენა იტალიურ Vogue-ის კამპანიაში.
პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება - „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” - თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.
2024 წელი მატილდა გვარლიანისთვის ისტორიული აღმოჩნდა. იგი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret-ის ლეგენდარულ შოუზე გაიარა. ამ წარმატებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სტატუსი მოდის ინდუსტრიის უმაღლეს ლიგაში.
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.
მატილდამ კარიერის განმავლობაში ითანამშრომლა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორიცაა გუჩი, შანელი და სხვა, ასევე ყოველ წელს იღებს მონაწილეობას მილანისა და პარიზის მოდის კვირეულებზე.
დღეს მატილდა გვარლიანი არა მხოლოდ წარმატებული მოდელი, არამედ იმის მაგალითია, თუ როგორ შეუძლია მიზანდასახულობასა და დაუღალავ შრომას პატარა საქართველოდან მსოფლიო მოდის ცენტრში აღმოჩენა.