ქართული ხალხური ცეკვა საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ქვეყნის კულტურული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს. მისი მრავალფეროვნება, ენერგია და ემოციურობა არა მხოლოდ საქართველოს შიგნით, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც იპყრობს მაყურებლის ყურადღებას. ამ დიდი ტრადიციის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია რუსუდან ჭრიკიშვილი - მოცეკვავე, რომელმაც თავისი ცხოვრება ქართულ სცენას დაუკავშირა და დღესაც აქტიურადაა ჩართული.

რუსუდან ჭრიკიშვილი
ანსამბლ "სუხიშვილების" მოცეკვავე რუსუდან ჭრიკიშვილი 1958 წლის 12 ივლის დაიბადა. რუსუდანი წლების განმავლობაში ცეკვავდა ანსამბლში, დღეს კი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ის "სუხიშვილების" ახალ თაობას ზრდის და სასცენო კარიერისთვის ამზადებს.
რუსუდანი 1975-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში, სადაც სრულყოფილად დაეუფლა ქართული ხალხური ცეკვების შესრულებას და მალე წამყვანი სოლისტი გახდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ცეკვა "ქართულში", სადაც ავლენდა ამ პოპულარული ცეკვისათვის დამახასიათებელ სინატიფეს, გამომსახველობასა და შესრულების მაღალ კულტურას. რუსუდანი იყო ანსამბლის წამყვანის სოლისტი ნუგზარ ჯიქურთან ერთად, რომლებმაც "სუხიშვილების" ანსამბლში 25 წელი იცეკვეს.
რუსუდანი ანსამბლთან ერთად წარმატებით გამოდიოდა არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ნინო რამიშვილის აღზრდილი თაობა დღეს უკვე თავად ზრდის ახალ თაობას - იმავე სიყვარულით, სიზუსტითა და ღირსებით, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ რუსუდან ჭრიკიშვილია.

ანსამბლი "სუხიშვილები"
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ არამარტო ქართული ქორეოგრაფიის ვარსკვლავია, არამედ ქვეყნის კულტურული იდენტობის სიმბოლოა. 1945 წელს დაარსებული ანსამბლი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით თავიდანვე მიზნად ისახავდა ქართული ფოლკლორული ცეკვის სცენურ განვითარებას - ისე, რომ შენარჩუნებულიყო ტრადიციული სული, მაგრამ გაძლიერებულიყო პროფესიული სცენური ეფექტიც.
„სუხიშვილებმა“ შეცვალეს წარმოდგენა იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ხალხური ცეკვა. მათ ქორეოგრაფიას სიმკაცრე, დინამიკა და თეატრალურობა შესძინეს. დღეს სუხიშვილები საერთაშორისო ბრენდია. ანსამბლმა კონცერტები გამართა მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და ისეთი სცენებიც დაიპყრო, როგორიცაა ნიუ-იორკი, ლონდონი და პარიზი.
სუხიშვილების ცეკვებში ერთდროულად იგრძნობა საქართველოს მთისა და ბარის რიტმი, ტრადიცია და სიახლე, ძალა და სინაზე.
დღეს ანსამბლს ხელმძღვანელობს მისი დამფუძნებლების შვილიშვილი ნინო სუხიშვილი, რომელიც წარმატებით აგრძელებს ოჯახის საქმეს.