ჯორჯინა უზკუტეგუი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც UFC-ის ჩემპიონთან, ქართველ სპორტსმენ ილია თოფურიასთან ერთად გაიცნო. წყვილი რამდენიმე წლის მანძლზე ცხოვრობდა ერთად, მათ საერთო შვილი, ჯორჯინაც შეეძინათ, თუმცა ცოტა ხნის წინ ეს ურთიერთობა ხმაურით დასრულდა - ილია თოფურიამ და ჯორჯინა უზკუტეგუიმ სასამართლოს ჩარევით გადაწყვიტეს შვილის მეურვეობის, ფინანსური თუ სხვა სახის საკითხები. საბოლოოდ, სასამართლო დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდა.
ჯორჯინა უზკუტეგუი განქორწინების შემდეგ სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია - ხშირად წერს ცნობილ გამონათქვამებსა თუ სამოტივაციო წერილებს, რომლებიც ურთიერთობებს, თვითგამოხატვასა და განვითარებას ეხება. ამჯერად კი კიდევ ერთ ამონარიდს აზიარებს:
"ჩემი სიყვარული უფლისგანაა. შენ ჩემი ლოცვების ნაწილი ხარ - აი, ასეთია ჩემი სიყვარული", - წერია ფოტოზე.

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკუტეგის სასამართლო დავა
გარდა მეურვეობისა, განქორწინებას თან ახლდა სერიოზული ფინანსური გამოწვევა: ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი, სავარაუდოდ, თოფურიას აქტივების 50%-ს ითხოვდა მაშინ, როდესაც ჩემპიონის ამჟამინდელი ქონება დასავლურ მედიაში რამდენიმე მილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული. დავა წყვილს შორის არაერთ საკითხზე მიმდინარეობდა, მოგვიანებით კი, ესპანურ მედიაზე, მათ შორის Marca და OKDiario დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიასა და მის ყოფილ მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუის შორის არსებული სასამართლო დავა მხარეთა შორის შეთანხმებით დასრულდა.
ჯორჯინა უზკატეგუიმ გააუქმა (გამოიტანა) საჩივარი სასტიკი მოპყრობის (ძალადობის) შესახებ. შეთანხმება მიღწეულ იქნა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ხელი მოაწერეს კლასგარეშე მორიგებას, რომელმაც წერტილი დაუსვა თვეების განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობას.
სასამართლომ მანამდეც (2026 წლის იანვარში) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:

მოსამართლემ უარყო ჯორჯინა უზკატეგუის მოთხოვნა ბავშვის აშშ-ში (მაიამიში) საცხოვრებლად გადაყვანაზე. დადგინდა, რომ ბავშვი ვერ დატოვებს ესპანეთს მოსამართლის სპეციალური ნებართვისა და მეურვეობის საბოლოო შეთანხმების გარეშე. ილია თოფურიას მიეცა შვილის ნახვისა და მასთან ურთიერთობის ფართო უფლება.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას განქორწინების ფინანსურ პირობებზეც. ცნობილია, რომ წყვილმა გასაყიდად გამოიტანა მადრიდში მდებარე საერთო სახლი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 3 მილიონი ევროა.