"ექიმო, ვერ ვერევი. გთხოვთ" - მერილინ მონროს უკანასკნელი სიტყვები - Marao

"ექიმო, ვერ ვერევი. გთხოვთ" - მერლინ მონროს უკანასკნელი სიტყვები

2026-06-25 11:49:46+04:00

მსოფლიო კინოხატის, მერლინ მონროს გარდაცვალებიდან 60 წელზე მეტი გავიდა, თუმცა მისი სიკვდილის გარშემო არსებული კითხვები დღემდე არ ასვენებს მკვლევარებსა და მის თაყვანისმცემლებს. 1962 წლის 4 აგვისტოს ღამე ბრენტვუდში არა მხოლოდ ერთი ვარსკვლავის დასასრული, არამედ დიდი ადამიანური ტრაგედიის დაუშვებელი შეცდომის ქრონიკა იყო.

Marilyn-Monroe

  • რა წერია წერილში, რომელიც პრინცესა დაიანამ მეგობარს მისწერა? "აქ რომ დავრჩე, თავს მოვიკლავ. იმედია 1997 წელი ყველასთვის უფრო მარტივი იქნება" 

საბედისწერო საღამო

4 აგვისტოს ნაშუადღევს მერლინთან მისი პირადი ფსიქიატრი, რალფ გრინსონი იმყოფებოდა. თითქოს ჩვეულებრივი დღე იყო: მედიკამენტები, ხანგრძლივი საუბრები და თერაპიული სეანსი. გრინსონმა სახლი საღამოს დატოვა, რის შემდეგაც მერლინი დიდ და ცარიელ სახლში მხოლოდ შინამოსამსახურესთან ერთად დარჩა.

თუმცა, როგორც მოგვიანებით პოლიციის გამოძიებით გახდა ცნობილი, ღამის 11 საათისთვის მერლინმა სასოწარკვეთილების პიკს მიაღწია.

დოკუმენტირებული ფაქტები ადასტურებს, რომ სიკვდილამდე ერთი საათით ადრე მერლინმა არაერთხელ სცადა დოქტორ გრინსონთან დაკავშირება. ექიმი სახლში იყო, მას ესმოდა ტელეფონის ზარი, მაგრამ ყურმილი არ აიღო. მისი დასვენების დღე იყო  და გადაღლილმა ფსიქიატრმა ჩათვალა, რომ პაციენტის მორიგი ზარი დილამდე მოიცდიდა.

Marilyn-Monroe

  • Burda Moden და ენე ბურდა - ქალი, რომელმაც საკუთარი ტკივილი მოდის ინოვაციურ იმპერიად აქცია 

მერლინმა ავტომოპასუხეზე დატოვა შეტყობინება, რომელიც 62 წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული რჩებოდა. სულ რაღაც რამდენიმე სიტყვა:

„ექიმო, ვერ ვერევი. გთხოვთ“.

ეს იყო ქალის უკანასკნელი ღაღადი, რომელიც ერთი საათის შემდეგ ნემბუტალის დოზის გადაჭარბებით გარდაიცვალა.

1962 წლის 5 აგვისტოს დილით პოლიციამ ყველაფერი ამოიღო, მათ შორის ის საბედისწერო ჩანაწერიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერი გამოძიების ოფიციალური ნაწილია, ის საჯაროდ არასოდეს გამოქვეყნებულა.

დოქტორი გრინსონი ამ ტვირთით 1979 წლამდე, მანამ სანამ გარდაიცვლებოდა. მან იცოდა, რომ იმ ღამეს ყურმილის აღებას, შესაძლოა, ისტორია შეეცვალა. მხოლოდ 2022 წელს, მისმა ქალიშვილმა, ჯოან გრინსონმა დაადასტურა ინტერვიუში, რომ მამამისს ესმოდა მერლინის ხმა და მთელი ცხოვრება იმ სინანულით გაატარა, რომ დახმარების თხოვნას არ უპასუხა.