"საერთოდ, თუ რამე მოენატრება ჩემს სულს, ეს უთუოდ ქართულია" - მოგონებად ქცეული სილამაზე და დაუვიწყარი ხათუნა კოტრიკაძე - Marao

"საერთოდ, თუ რამე მოენატრება ჩემს სულს, ეს უთუოდ ქართულია" - მოგონებად ქცეული სილამაზე და დაუვიწყარი ხათუნა კოტრიკაძე

2026-04-29 15:47:14+04:00

"საერთოდ, თუ რამე მოენატრება ჩემს სულს, ეს უთუოდ ქართულია - ქართული წიგნი, ქართული ფილმი, ქართული სიმღერა. მეამაყება, რომ სულით ხორცამდე ქართველი ვარ. ჩემი საფიცარია ღმერთი და საქართველო. შეიძლება, ეს ვინმეს ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ არ ვაჭარბებ. მარტო სიყვარულს შეუძლია ქმნა და შენება. ბოროტება, შური და სიძულვილი მხოლოდ ანგრევს და ანგრევს!

xatuna

  • ვინ იყო ქალი, რომელიც პიკასომ 60-ჯერ დახატა: სილვეტ დევიდი - გენიალური მხატვრის მთავარი მუზა 

ბედნიერებისთვის საჭიროა სიყვარული, ოჯახი, საყვარელი საქმე და, რაც მთავარია, ბედნიერი სამშობლო", - ამბობდა მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე ირინე კუკავასთან ინტერვიუში.

ხათუნა კოტრიკაძე - გზა, რომელიც დაუვიწყარია

ხათუნა კოტრიკაძე იყო ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი სახე, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა ძალიან ნაყოფიერი სამსახიობო კარიერა შექმნა. ის დაიბადა 1956 წელს და გარდაიცვალა 2024 წლის 15 თებერვალს, 68 წლის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ ის მსახიობად გაიცნო, პროფესიით ბიოლოგი იყო.

xatuna-kotrikadze

მისი სამსახიობო მოღვაწეობა 1970-იანი წლების დასაწყისს უკავშირდება და სამ საკულტო ნამუშევარს მოიცავს. დებიუტი 15 წლის ასაკში შედგა რეჟისორ სოსო ჩხაიძის 1971 წლის ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“. იმავე წელს მან მთავარი როლი შეასრულა ლეილა გორდელაძის ფილმში „მოიტაცეს თამარ ქალი“. მისი კარიერის მწვერვალი კი რეჟისორ ლევან ხოტივარის 1972 წლის კომედია „მხიარული რომანი“ აღმოჩნდა, სადაც ეკა ბერიძის როლის შესრულებამ მას საყოველთაო აღიარება და „ქართული კინოს მშვენების“ სტატუსი მოუტანა.

  • "დიდი არტისტები ღმერთებივით არიან, მაგრამ მარტოხელები" - გენიალური ვახტანგ ჭაბუკიანის უიღბლო სიყვარულის ამბავი

„მხიარული რომანის“ შემდეგ ხათუნა კოტრიკაძე ეკრანებს ჩამოშორდა და აღარცერთ ფილმში აღარ გადაუღიათ. ამის მიზეზად ხშირად მის ადრეულ ქორწინებას ასახელებენ ცნობილ მეკარე დავით გოგიასთან. მან მთელი ცხოვრება თავის პროფესიას, ბიოლოგიას დაუთმო და წლების განმავლობაში ამ სფეროში მუშაობდა. მსახიობი ათწლეულების განმავლობაში არიდებდა თავს საჯაროობას და ინტერვიუებს, რის გამოც მასზე ინფორმაცია საკმაოდ მწირია. ის 2024 წლის თებერვალში თბილისში გარდაიცვალა.

  • "როგორც ჟან გაბენზე, ისე გიჟდებოდნენ ოთარზე, განსაკუთრებით რუსი ქალები" - ოთარ კობერიძის დაუვიწყარი სიყვარული და კვალი, რომელიც სამუდამოდ დატოვა

xatuna-kotirkadze