"ჩემო პატარა ბასლა, სიკეთით და სიხარულით გეცხოვროს, პირადი ანგელოზებით" - სალომე ბაკურაძე ერთადერთი შვილის დაბადების დღეს აღნიშნავს - Marao

"ჩემო პატარა ბასლა, სიკეთით და სიხარულით გეცხოვროს, პირადი ანგელოზებით" - სალომე ბაკურაძე ერთადერთი შვილის დაბადების დღეს აღნიშნავს

2026-05-05 12:40:24+04:00

"მიყვარხარ და გვიყვარხარ, სანტიკო, დე. ყველა შენი სიგიჟით, სილაღით, სასწაული ადამიანობით, ხასიათით, გონებით, იუმორით, სითბოთი, სიკეთითა და სიხვანცალით. უამრავი გეგმა მაქვს შენთან დაკავშირებით მაგრამ ეგ არაფერია და არც მთავარი არაა, მე რას ვგეგმავ, ან საერთოდ რა გამოვა ამ გეგმიდან, გარდა იმისა, რომ ბედნიერი მინდა იყო, სრულფასოვნად და ხარისხიანად ბედნიერი, ჯანმრთელი და იღბლიანი. მიყვარხარ გულის ხეთქვამდე, დე, ჩემო პატარა ბასლა. უამრავი გულშემატკივარი გყავს და სიკეთით და სიხარულით გეცხოვროს, პირადი ანგელოზებით", - წერს სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში და ერთადერთ შვილს, სანტი ბასლანძეს დაბადების დღეს ულოცავს. 

sal0me-bakuradze

ლაშა ბასლანძე და სალომე ბაკურაძე  

ლაშა ბასლანძემ და სალომე ბაკურაძემ ერთმანეთი საერთო მეგობართან გაიცნეს. მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სიყვარულში გადაიზარდა. წყვილმა 2014 წელს იქორწინა.

„ლაშა ჩემზე ყოველთვის ჩემზე მეტად ნერვიულობს. როდესაც ორსულობის მერვე თვეში ვიყავი და უეცრად წყლები დავღვარე, ლაშა ლოგინიდან წამოხტა და პანიკაში იყო, ყვიროდა, დავიღუპეთო. ისეთი სიჩქარით მიმაქანებდა საავადმყოფოში, მეგონა, ამოვტრიალდებოდით. ცუდ რამეებს დაუკავშირა ნაადრევად მშობიარობის დაწყება.

  • "ახლა კიდევ უფრო ყველაზე ძალიან მჭირდები, რომ მასწავლო, როგორ გავხდე ისეთი ძლიერი..." - სალომე ბაკურაძის ემოციური მიმართვა

სულ ასეა, ჩემს მდგომარეობას ვერ აღვიქვამ, რადგან ლაშას დაწყნარება მჭირდება. ცუდად ყოფნას არ მაცდის და არ მარგებს. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. კლინიკიდან ეტლით გამომიყვანეს და ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ადგილზე მოკვდა. ვაწყნარებდი, მაცალე ცოტა ხანი და გავივლი-მეთქი“.

  • „ვჩქარობდი, სანტი სახლიდან გამეშვა, რომ მერე დამმართოდა ყველაფერი“ - სალომე ბაკურაძის პირველი ინტერვიუ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ

გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ლაშა იყო ძალიან ძლიერი პიროვნება და რაც დრო გადის, ამაში უფრო მეტად ვრწმუნდები, – უყვება სალომე ბაკურაძე ერთ-ერთ ინტერვიუში „სარკეს“, – აღმოვაჩინე, რომ ბევრი ნიჭით არის დაჯილდოებული. შეუძლია ძალიან ბევრი იშრომოს და მიზანს მიაღწიოს. ღირსეული პიროვნებაა, მაგრამ მის ამ თვისებებზე საჯაროდ საუბარი სწორად არ მიმაჩნია. შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. ლაშიკო ძალიან თბილი, მოსიყვარულე და კაცთმოყვარეა. უყვარს ადამიანები და მათში ცუდ მხარეს არასდროს ეძებს. ჩემი მეგობრებისთვის, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრებაა მოვდივარ, ფაქტობრივად აღარ არსებობს ზღვარი ჩემსა და ლაშიკოს სიყვარულს შორის…

  • „გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ლაშა იყო ძალიან ძლიერი პიროვნება..." - სალომე ბაკურაძე მეუღლესთან ერთად გატარებულ წლებზე, ოჯახსა და სიყვარულზე

შეიძლება მთელი ცხოვრება იყოს ერთი ეტაპი და ამ ერთ ეტაპში ბევრი რამ მოხდეს… გამოცდილება ნამდვილად დაგვიგროვდა. ჩვენმა შვილმა, სანტიმ, კიდევ უფრო დაგვაახლოვა. შვილი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ყოველდღიურ ცხოვრებას. მთლიანად მის გარშემო ვბრუნავთ".