ნიცა თავაძე ტრიბუნაზე და გამარჯვების საოცარი ემოციები: ქართველი ვარსკვლავის მშვენიერი მეუღლე კადრებს გვიზიარებს - Marao

ნიცა თავაძე ტრიბუნაზე და გამარჯვების საოცარი ემოციები: ქართველი ვარსკვლავის მშვენიერი მეუღლე კადრებს გვიზიარებს

2026-05-07 10:35:22+04:00

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. "პსჟ-მ" მიუნხენის "ბაიერნთან" სტუმრად ფრე ითამაშა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა, რადგან პარიზში გამართული პირველი შეხვედრა ფრანგულმა კლუბმა 5:4 მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ მატჩშიც გამოიჩინა თავი და ბრწყინვალე საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გადაცემით უსმან დემბელემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუპოვა.

ამ ისტორიულ თამაშს "პსჟ-ს" ფეხბურთელების მეუღლეებიც ესწრებოდნენ. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო ნიცა თავაძეც - ის ტრიბუნებზე ლუკას ერნანდესისა და მატვეი საფონოვის მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდა.

ფოტოებმა სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება დაიმსახურა. კადრებიდან ჩანს, რომ გოგონებმა დრო არაჩვეულებრივად გაატარეს და საყვარელი გუნდის წარმატება ემოციურად აღნიშნეს.

nitsa-tavadze

nitsa-tavadze

nitsa-tavadze

  • "უყვარს მამიკოს გოლები" - როგორ გულშემატკივრობდნენ ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე და შვილი 

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე 

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.  წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

nitsa-tavadze

  • "მამიკოს საგულშემატკივროდ" - დამიანე კვარაცხელიას ვიდეოს ნიცა თავაძე აქვეყნებს 

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ამჟამად კი ოჯახი პარიზში ცხოვრობს. 

შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.