"ტორტი დედამ გამოუცხო - დებიუტია" - გიორგი კეკელიძე და მარიამ სოსელია შვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ - Marao

"ტორტი დედამ გამოუცხო - დებიუტია" - გიორგი კეკელიძე და მარიამ სოსელია შვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ

2026-05-07 10:52:10+04:00

"კეკე - 1 წლის. ტორტი დედამ გამოუცხო - დებიუტია", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე და ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს. ის და მისი მეუღლე, მარიამ სოსელია ქალიშვილის პირველ დაბადების დღეს აღნიშნავენ, გულშემატკივრებისგან კი უამრავ მილოცვასა და კეთილ სურვილს იღებენ. 

giorgi-kekelidze

გიორგი კეკელიძისა და მარიამ სოსელიას ოჯახი 

გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორია. გიორგი სოციალურ ქსელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი პოსტები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის იმსახურებს მოწონებას.

  • "ამ ცხრა თვის ყველა დღე სხვადასხვანაირი გამოდგა - ტკივილით, უძილობით, ცრემლით, ღიმილით, სიხარულით..." - გიორგი კეკელიძის ახალი ამპლუა და ახალი ცხოვრება

გიორგი კეკელიძე დაიბადა ქალაქ ოზურგეთში 1984 წელს. სწავლობდა ოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის N1 საშუალო სკოლაში. ბავშვობაში დიდ დროს ატარებდა წინაპრების სოფლებში, სურებსა და ნატანებში. 2001–2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

2012 წელს კეკელიძე გახდა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. იგი 27 წლის ასაკში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი გახდა.

  • "შენ გაიზრდები და სხეული ამ სიზმრების მალვას ისწავლის, როგორც ჩვენ ვმალავთ" - გიორგი კეკელიძე

2024 წლის 17 იანვარს დაინიშნა „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად და დააფუძნა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება.

  • გიორგი კეკელიძისა და მარიამ სოსელიას სიყვარულის ამბავი, პირველი შვილის მოლოდინი და დაუვიწყარი მოგზაურობა იტალიაში 

გიორგი კეკელიძე და მარიამ სოსელია  2024 წლის აპრილში დაქორწინდნენ, 2025 წელს კი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. მარიამი საჯაროდ იშვიათად ჩნდება, თუმცა გიორგი პროფესიული საქმიანობისა თუ პირადი ცხოვრების გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა და საქმის გარდა, ზოგჯერ ოჯახზე საუბარიც უწევს.