"ვისაც არ ეყო ჩვენით ტკბობა, გიზიარებთ ახალ ფოტოებს. მოყვასებო, არ ინერვიულოთ, გიშერი ორივეს გვიკეთია", - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი და მომღერალი ნანკა გვარიშვილი და რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნანკა გვარი რჩეულზე, ოფროუდერ ირაკლი კიღურაძეზე დაინიშნა.
"ვინც გულით მოგვილოცეთ, ძალიან გაფასებთ, მადლობელი ვარ. მაგრამ ხალხო, გაოგნებული ვარ - ფეისბუქის კონტიგენტი დასაწვავია! მეასედ ვრწმუნდები ამაში. ან თუ ბედნიერების თანაზიარი ვერ/არ ხართ, რას გვიფუჭებთ საზეიმო განწყობას? ან რამ გაგაბოროტათ? ან რა ინტრიგნულ სტატიებს წერთ? მოკლედ, ვისაც ჩემი ბედნიერება არ უხარია, ღმერთს ვთხოვ ჩემზე ათმაგი ბედნიერება გაჩუქოთ, რომ სხვისი ცხოვრებისთვის აღარ გეცალოთ და თქვენი ბედნიერების ტკბობაში იყოთ თავით ბოლომდე გადაშვებულები".

ნანკა გვარიშვილის ოჯახი და კარიერა
მომღერალ ნანკა გვარიშვილს ფართო აუდიტორია პროექტიდან "დიდი სცენა“ იცნობს. გოგონამ მომხიბვლელი გარეგნობითა და განსაკუთრებული მონაცემებით მალევე დაიპყრო როგორც ჟიურის, ისე მსმენელის გულიც. ნანკას მუსიკის მოსმენა სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზეა შესაძლებელი, თუმცა ეს მისი საქმიანობის ერთადერთი მიმართულება არ არის - ახალგაზრდა და მშვენიერი მუსიკოსი ასევე წარმატებული მსახიობია. მისი ხილვა კი მსურველებს თეატრის სცენაზე შეუძლიათ.
ბოლო დროს ნანკა იშვიათად ჩნდება ტელეეკრანებზე, თუმცა აქტიურია სოციალურ ქსელში. მსახიობი და მომღერალი ხშირად აქვეყნებს საკუთარ ჩანაწერებს, რჩევებსა და გამოცდილებას სხვადასხვა საკითხის შესახებ.
ბოლო დროს ნანკას საქმიანობაში საინტერესო სიახლეა - მას საავტორო რუბრიკა "მარტოობის 15 წუთი" აქვს. გადაცემას ცნობილი ადამიანები სტუმრობენ და სხვადასხვა საკითხის შესახებ წამყვანთან ერთად საუბრობენ. გადაცემის ნახვა Youtube-ზეა შესაძლებელი.